თუ გსურთ უმოკლეს დროში მოიცილოთ სახიდან შავი წერტილები, ლაქები და ჭორფლი, მაშინ ეს ლოსიონი თქვენთვის ნამდვილი აღმოჩენა იქნება! მარტივი და იაფი საშუალება!
ეს ხელნაკეთი ლოსიონი მზადდება ლიმონის (ან ვაშლის ძმარი) და ოხრახუშის ფოთლებით. ის დაგეხმარებათ კანის გათეთრებაში, სახიდან ჭორფლებისა და მუქი ლაქების მოცილებაში. მისი გამოყენების შემდეგ თქვენი კანი ჯანსაღი და მოვლილი იქნება.
ოხრახუში მდიდარია მინერალებითა და ვიტამინებით. ამ მცენარის წვენი შეიცავს მანგანუმითა და კალიუმით მდიდარ ეთერზეთებს.
- ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც სიცხის დამწევად, საშარდე გზების დაავადებების, დიაბეტის, თვალის ანთების, თირკმელების დაავადების და იმპოტენციის სამკურნალოდ.
- ოხრახუში ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო კოსმეტიკურ საშუალებებში, მისი ცნობილი რეგენერაციული და მათეთრებელი თვისებების გამო.
- ის შესანიშნავად ხსნის გაღიზიანებას, შეშუპებას და სიწითლეს. ასევე ათეთრებს კანს, აახალგაზრდავებს და ატენიანებს.
- შესანიშნავია თვალების ირგვლივ დელიკატური ნაწილების სამკურნალოდ.
ის ასევე ხელს უწყობს შავი წერტილების და აკნეს აღმოფხვრას.
თქვენ შეგიძლიათ მარტივად მოამზადოთ ეს ლოსიონი ოხრახუშით სახლში და გამოიყენოთ როგორც ყოველდღიური სახის სამკურნალო საშუალება.
ოხრახუშის ლოსიონის რეცეპტი
საჭირო ინგრედიენტები:
- 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუშის ფოთლები
- 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი ან ვაშლის ძმარი
- 200 მლ წყალი
მომზადების წესი:
200 მლ მდუღარე წყალს დაუმატეთ ორი სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი, ახალი ოხრახუშის ფოთოლი. დადგით ლოსიონი დაბალ ცეცხლზე 15 წუთის განმავლობაში. ლოსიონი გადმოდგით ცეცხლიდან და დაელოდეთ გაციებას. გაწურეთ ნარევი და შემდეგ დაუმატეთ ერთი ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი ან ლიმონის წვენი. მიღებული ლოსიონი ჩაასხით მინის ბოთლში. შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
გამოიყენეთ ეს ლოსიონი დღეში ორჯერ - დილით და საღამოს. ხელნაკეთი ლოსიონი შესანიშნავად ავიწროებს ფორებს სახეზე. ის ასევე გაასუფთავებს და გაათეთრებს კანს.
ოხრახუშის უნიკალური თვისებების წყალობით ლოსიონი ასტიმულირებს ნაოჭებისა და მუქი ლაქების გაქრობას. ცოტა ხნის შემდეგ თქვენ აღმოაჩენთ თქვენს ორიგინალურ ლამაზ და ნათელ სახის ფერს. ლოსიონის რეგულარული გამოყენებისას სახეზე ლაქები მთლიანად გაქრება ერთი თვის განმავლობაში.
გამოიყენეთ ლოსიონი თვალების გარშემო!
თუ გსურთ თვალის ირგვლივ სიწითლისა და მუქი წრეების მოშორება, მოამზადეთ იგივე ლოსიონი, მაგრამ არ დაუმატოთ ლიმონის წვენი.
დაასველეთ ბინტი ლოსიონში და დაიდეთ თვალებზე. გაიკეთეთ ეს პროცედურა დილით და საღამოს, დაიტოვეთ ბინტი თვალებზე 5 წუთის განმავლობაში. მეტი არაა საჭირო.