Vau.ge

მას შემდეგ რაც სახეს ამ ნარევით დაიბანთ, სამუდამოდ დაემშვიდობეთ მუწუკებსა და ნაოჭებს!

მას შემდეგ რაც სახეს ამ ნარევით დაიბანთ, სამუდამოდ დაემშვიდობეთ მუწუკებსა და ნაოჭებს!

სახის კანის მოვლა ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია. თუმცა, სანამ მასზე ზრუნვას დავიწყებთ,  უნდა გავიგოთ, თუ როგორი ტიპის კანი გვაქვს - მშრალი, ცხიმიანი თუ კომბინირებული/მგრძნობიარე. მიუხედავად კანის ტიპისა, ყოველდღიური რუტინა შედგება დილა-საღამოს პროცედურებისგან.

თავისმხრივ, პროცედურებიც ოთხ ძირითად ნაწილის მოიცავს:

  1. გაწმენდა -  შევარჩიოთ შესაბამისი გამწმენდი საშუალება, რათა მოვიშოროთ მჭიდროდ ჩამჯდარი ჭუჭყის ნაწილაკები. მშრალი კანის შემთხვევაში სახე დავიბანოთ დღეში არაუმეტეს ორჯერ.
  2. შრატი - შრატი არის კანის მოვლის საშუალება , რომელიც გაწმენდის შემდეგი ეტაპია. მისი მიზანია კანის დატენიანება, ვიტამინებით გამდიდრება. უზრუნველყოფს კანის ყველაზე რთულად შეღწევადი ნაწილების, ღრმა შრეების დატენიანებასა და ერთფეროვანი ზედაპირის სტრუქტურას. შრატის გამოყენება რეკომენდირებულია დილის საათებში.
  3. დატენიანება - დატენიანების სხვადასხვა საშუალება არსებობს კანის ტიპის შესაბამისად. ცხიმიანი კანის ტიპის შემთხვევაში რეკომენდირებულია გელ-კრემის და არაკომედოგენული საცხის გამოყენება. მშრალი კანის შემთხვევაში კი არჩევანი მრავალფეროვანია.
  4. მზისგან დაცვა - მზისგან დამცავი საშუალება SPF 30 (Sun Protection Factor) სასურველია კანზე დავიტანოთ სახლიდან გასვლამდე 15 წუთით ადრე, რათა თავიდან ავიცილოთ მზის სხივების აქტიური ზემოქმედება. მით უფრო თუ თქვენი კანი მიდრეკილია პრობლემურობისკენ ან აკნესკენ.

Ჩვენ გადავწყვიტეთ გვეთქვა ერთ-ერთი საიდუმლოების შესახებ, რომელიც გვეხმარება ასეთი ფანტასტიკური შედეგების მიღწევაში. ეს მეთოდი ნასესხებია იაპონელი ქალებისგან.

ეს საშუალება ხელს შეუწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას, კანს გლუვს და სუფთას ხდის. დასაწყისისთვის აიწიეთ თმა ისე, რომ ხელი არ შეგიშალოთ დაბანაში.

ახლა გადავიდეთ პროცესზე.

მოამზადეთ ნარევი:

ნაბიჯი პირველი : დაგჭირდებათ ერთი სუფრის კოვზი საპარსი ქაფი და ნახევარი ჩაის კოვზი სოდა. ყველაფერს კარგად ავურევთ, სანამ კარტოფილის პიურის მსგავსი მასა არ გახდება.

Მეორე ნაბიჯი: ორთქლზე გაათბეთ სახე. ამისათვის ქვაბში ადუღეთ წყალი გვირილის ხმელ ყვავილებთან ერთად. სახეს ვიორთქლავთ  5-7 წუთის განმავლობაში.

მესამე ნაბიჯი: დაორთქლილ სახეზე წაისვით ქაფის და სოდის მზა ნარევი. თვალების ირგვლივ არე ხელუხლებელი რჩება.

მეოთხე ნაბიჯი : რბილ კბილის ჯაგრისს ვდებთ თბილ წყალში.  სახისთვის არის სპეციალური ჯაგრისები, თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისი ოღონდ აუცილებლად რბილი . ნაზად გაიწმინდეთ სახე.

განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ცხვირის არეს. ჩამოიბანეთ ნარევი სახიდან თბილი წყლით. ამის შემდეგ ვეღარ შეამუნევთ შავ წერტილებს!  ყველა ფორები გაიწმინდება.

გადავიდეთ მეორე ნაწილზე. ვამზადებთ თიხის ნარევს (აირჩიეთ ის, რომელიც შეესაბამება თქვენს კანის ტიპს) და მირამისტინს (ქლორჰექსიდინიც შესაფერისია, უფრო ბიუჯეტურია). ნარევი უნდა იყოს სქელი, როგორც ფაფა. წაისვით 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამობანის შემდეგ წაისვით ჩვეულებრივი დამატენიანებელი და ისიამოვნეთ შედეგით.

 

Exit mobile version