Vau.ge

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელთა გამოყენების შემდეგ აღარ მჭირდება არც ეპილატორი და არც ეპილაციაზე სიარული! ეს გაგიმარტივებთ ცხოვრებას!

გთავაზობთ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელთა გამოყენების შემდეგ აღარ მჭირდება არც ეპილატორი და არც ეპილაციაზე სიარული! ეს გაგიმარტივებთ ცხოვრებას!

საჭირო მასალები/ხელსაწყოები:

საფეხურები

ფიჭვის კაკალი

აიღეთ ფიჭვის კაკლის გარსი, ცოტახნით მოადუღეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველი თმის ზრდის ადგილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ არასასურველი თმის საგრძნობლად კლებას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნახავთ, რომ თმები სრულად გაქრება. მოცემული მეთოდი გამოირჩევა სიმარტივით, გავრცელებითა და უსაფრთხოებით. ფიჭვის კაკლის მაგივრად ასევე შეიძლება ჩვეულებრივი (ბერძნული) კაკლის გამოყენება.

ჭინჭრის თესლი

შეაგროვეთ დაახლოებით 400 გრამი თესლი, მოხარშეთ რამე ჭურჭელში და დაუმატეთ 100 მლ მზესუმზირის ზეთი. მიღებული ნაზავი დატოვეთ ბნელ ადგილას 2 თვის განმავლობაში. 2 თვიანი პერიოდის დასრულების შემდეგ მიღებული სითხე ფრთხილად წაისვით პრობლემურ ადგილებზე. თუ მოცემულ მეთოდს გამოიყენებთ რეგულარულად, მაშინ ზედმეტი თმები 1 თვის შემდეგ სამუდამოდ გაგიქრებათ.

მწვანე ყურძენი

გამოწურეთ ყურძნისგან წვენი და წაისვით კანზე. ეს მეთოდი საკმაოდ მარტივია, შეესაბამება კანის ყველა ტიპს, მაგრამ გააჩნია არც თუ ისე მაღალი ეფექტურობა. მისი გამოყენება შეიძლება ფსორიაზით დაავადებულ ადგილებზეც.

ცხენის წაბლი

გაავსეთ ცხენის წაბლის ნაყოფით 1 ჭიქა, მოაცალეთ გარსი, დაუმატეთ 600 მლ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე, თან მოურიეთ. იმის შემდეგ, რაც წყალი აორთქლდება, მიღებული მასა გააციეთ და წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც ესაჭიროება ეპილაცია.

საოცარი ხალხური მეთოდი ნაცადია და როგორც ირწმუნებიან, სამუდამოდ გაგათავისუფლებთ არასასურველი თმისგან. მისი გამოყენება შეგიძლიათ როგორც იღლიაში, ბიკინის ზონაში, ფეხებზე, ასევე სახეზეც.

Მთელ ცივილიზებულ სამყაროში ქალები დიდ დროს უთმობენ იღლიის თმას. შესაბამისად, ბევრ ადამიანს უჩნდება გაღიზიანება, ინფექცია და ნაწიბურებიც კი!

Ჩვენ მოვამზადეთ 3 რეცეპტი, რომლითაც თქვენ მიიღებთ სასურველ შედეგს.  თქვენ არ დაგჭირდებათ საპარსის ან ეპილატორის გამოყენება.

ინგრედიენტები, რომლებსაც ჩვენ გირჩევთ, არის ნატურალური და გამდიდრებული ვიტამინებით.

1. შაქარი და ლიმონის წვენი

შეურიეთ 2 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი სუფრის კოვზ შაქარს. წაისვით ეს პასტა თქვენი თმიან ადგილზე. 2-3 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ კანი თბილი წყლით დასველებული სუფთა პირსახოცით.

2. კვერცხის ცილა და სიმინდის სახამებელი

შეურიეთ 1 სუფრის კოვზი კვერცხის ცილა და 1 სუფრის კოვზი სიმინდის ფქვილი. წაისვით პასტა თქვენს კანზე და გააშრეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

3. რძე და კურკუმა

შეურიეთ მწიკვი კურკუმა 2 სუფრის კოვზ თბილ რძეს. წაისვით კანზე. ჩამოიბანეთ 2-3 წუთის შემდეგ.

Exit mobile version