Vau.ge

საფუარის გასაოცარი ნიღაბი, რომელიც 20 წლით გაგაახალგაზრდავებთ! 1 პროცედურაც კი საკმარისია შთამბეჭდავი შედეგისთვის!

საფუარის გასაოცარი ნიღაბი, რომელიც 20 წლით გაგაახალგაზრდავებთ! 1 პროცედურაც კი საკმარისია შთამბეჭდავი შედეგისთვის!

საფუარის ნიღაბი

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ საფუარი მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, აქვს საოცარი მატონიზებელი მოქმედება, აძლიერებს სისხლმომარაგებას და ნივთიერებათა ცვლას, ასუფთავენს კანის ფორებს.

ეს საშუალება რეკომენდებულია როგორც ნორმალური, ისე ცხიმიანი, მშრალი და მოდუნებული კანისთვის:

აიღეთ 50 გრამი ჩვეულებრივი საფუარი, დაუმატეთ ნახევარი ჭიქა თბილი რძე და მცენარეული ზეთი (თუ კანი მშრალია) ან 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი (თუ კანი ცხიმიანია). კარგად აურიეთ. უნდა მიიღოთ არაჟნის სისქის მასა.

წაისვით სახეზე და 20 წუთს გაიჩერეთ. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. მკურნალობის
კურსი მოიცავს 20 ნიღაბს, რომლებიც ყოველდღიურად უნდა გაიკეთოთ.

ლობიო

ლობიოს ხარშავენ, სრესენ, ამატებენ ცოტაოდენ ლიმონის წვენს და მცენარეულ ზეთს. ეს ნიღაბიც კარგად კვებავს და აჯანსაღებს კანს, ასწორებს ნაოჭებს.

ალოე

ალოეს ფოთლები გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატეთ 5-ჯერ მეტი წყალი.
1 საათი გააჩერეთ და 2-3 წუთით წამოადუღეთ, გაწურეთ და გაიკეთეთ საფენები მთელ სახეზე.

კრაზანა

აიღეთ 5 გრამი კრაზანას ახალმოკრეფილი ყვავილი, დაასხით ცოტაოდენი მზესუმზირას ზეთი, 2 კვირა გააჩერეთ სიცივეში და გაწურეთ. ეს საშუალება კარგია მშრალ კანზე ნაოჭების პროფილაქტიკისთვის.

ბანანი

მწიფე ბანანი ჩანგლით გასრისეთ. დაუმატეთ იმდენი კარტოფილის ფქვილი, რომ არაჟნის სისქის მასა მიიღოთ. სახეზე ჯერ მკვებავი კრემი წაისვით, შემდეგ კი
ბანანისა და კარტოფილის ფქვილის ნარევი.

თუ ნიღაბი გაშრა, ახალი ულუფა წაისვით. შეგიძლიათ, ზემოდან დოლბანდი დაიფაროთ, ნიღაბი სწრაფად რომ არ გამოშრეს. ნიღაბი 30-40 წუთს გაიჩერეთ, შემდეგ კი ბამბის ტამპონით მოიშორეთ.

ეს ნიღაბი მშრალი კანისთვის არის რეკომენდებული, კურსი კი 10 პროცედურისგან შედგება.

ჩაის ნაყენი

ჩაის ცხელ ნაყენში დაასველეთ ბამბა ან დოლბანდის ნაჭერი და დაიდე სახესა და ყელზე.

ზემოდან დაითბუნეთ პირსახოცით. თუ მშრალი კანი გაქვთ, საფენი გაიჩერეთ 15-20 წუთი.

ნორმალურ კანზე შეგიძლიათ 20-30 წუთი გაიჩეროთ. კურსი 15-20 პროცედურას მოიცავს: სასურველია, ჩაიტაროთ კვირაში ორჯერ.

Exit mobile version