Vau.ge

დღეს შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც თავისი ეფექტურობით ადვილად გაუწევს კონკურენციას ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტს.

დღეს შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც თავისი ეფექტურობით ადვილად გაუწევს კონკურენციას ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტს.

იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ჯანსაღი და ლამაზი თმა, ამისთვის მხოლოდ შამპუნები და თმის მოვლის სხვა საშუალებები არ გიშველით. გთავაზობთ, რჩევებს, რომელთა გათვალისწინებით თქვენს თმას ჯანმრთელობას შეუნარჩუნებთ.

რეგულარულად მოიჭერით თმის ბოლოები – თმის გაზრდის მიზნით სალონისათვის თავის არიდება ცუდ შედეგებამდე მიგიყვანთ. როდესაც თმა შრება და გაყოფას იწყებს, მისი ზრდა ფერხდება. ამიტომ, თუ გსურთ ჯანსაღი თმა გქონდეთ, ბოლოები 6 კვირაში ერთხელ უნდა მოიჭრათ.

პერიოდულად დაასვენეთ თმა – მიეცით თმას უფლება, კვირაში ერთი დღე დაისვენოს და შემსუბუქდეს. ნურაფერს წაისვამთ, ნუ მიიკარებთ ფენს და არ შეიკრათ თმა, რათა მისი ძირები ზედმეტად არ დაიჭიმოს. თუ თავის ქალა გექავებათ ან კანი გამოგიშრათ, აუცილებლად მიმართეთ დერმატოლოგს და ჩაიტარეთ სამკურნალო პროცედურები. ჯანსაღი თმის შესანარჩუნებლად თავის ქალის მოვლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია

დღეს შემოგთავაზებთ ნიღბის რეცეპტს, რომელიც თავისი ეფექტურობით ადვილად გაუწევს კონკურენციას ბევრ ძვირადღირებულ პროდუქტს. და მისი მომზადება ძალიან მარტივია!

თაფლისა და დარიჩინის კომბინაცია ფართოდ გამოიყენება კოსმეტოლოგიაში -სახის კანისა და თმის მოვლისთვის. ჩვენ ვავსებთ ამ კომბინაციას ზეითუნის ზეთით.

ინგრედიენტების ეს კომბინაცია შესანიშნავად ასტიმულირებს სკალპის სისხლის მიმოქცევას, კვებავს და აღვიძებს მიძინებულ ძირებს,  ატენიანებს და კვებავს თმას. .ამ ნიღბის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ თქვენ გაქვთ დაზიანებული, მტვრევადი თმა, რომელმაც დაკარგა ბზინვარება.

ეს ნიღაბი დაგეხმარებათ შეაჩეროთ თმის ცვენა, თავიდან აიცილოთ ბოლოების გაყოფა, ქერტლი და ცვენა. ამ ნიღბის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის თმისთვის. თერაპიული ეფექტის მისაღწევად გამოიყენეთ  1-ჯერ კვრაში, 6 კვირის განმავლობაში. თქვენ შეამჩნევთ გაუმჯობესებას პირველი გამოყენების შემდეგ.

საჭირო ინგრედიენტები:

(იხელმძღვანელეთ პროპორციებით, თუ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, მაშინ მოცულობა უნდა გაიზარდოს)

მომზადება: 
ზეითუნის ზეთი მოათავსეთ პატარა ქვაბში და გააცხელეთ ცეცხლზე დაახლოებით 60ºC-მდე. გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ დარიჩინი, თაფლი. კარგად აურიეთ. გააცივეთ 40 გრადუსამდე.

Მიღებული ნაზავი წაისვით თავის კანზე ფუნჯის გამოყენებით (შეგიძლიათ გამოიყენოთ კბილის ჯაგრისი). წასმისას ფრთხილად დაამუშავეთ თავზე მთელი კანი, არ გამოტოვოთ ადგილები, გააკეთეთ მსუბუქი მასაჟის მოძრაობები ფუნჯით.

სკალპზე წასმის შემდეგ დარჩენილი ნარევი გადაინაწილეთ მთელ თმაზე.
დაიფარეთ თავი სახვევით ან შხაპის ქუდით. გაათბეთ პირსახოცით.  გააჩერეთ 15 წუთი. დაიბანეთ თმა შამპუნით ჩვეულებისამებრ.

Exit mobile version