Vau.ge

თმის ლამინირება სახლის პირობებში. მეთოდი, რომელიც ყველა მანდილოსანს აღაფრთოვანებს!

ნებისმიერი გოგონა ლამაზ და ჯანსაღ თმაზე ოცნებობს, მაგრამ ძვირად ღირებული ნიღბების ყიდვის საშუალება, ყველას არ აქვს. ლამინირება, არის თმის მოვლის კიდევ ერთი მეთოდი, რომელსაც უკვე ბევრი მანდილოსანი იყენებს. ამ პროცედურის ჩატარების დროს, ხშირად ჩვეულებრივი ჟელატინი გამოიყენება.


თმის ლამინირება– არის პროცედურა, რომლის დროსაც თმა იფარება ჰაერგამტარი დამცავი გარსით, რომელიც თმას სხვადასხვა ნეგატიური ზემოქმედებისგან იცავს და მას მბზინვარებას სძენს. ლამინირება ნებისმიერი ტიპის თმას უხდება.

საქმე იმაში არის, რომ ჟელატინი ცილის ნატურალურ კოლაგენს შეიცავს, რომელიც თმის თითო ღერს დამცავი გარსით ფარავს. ამასთან, ეს პროდუქტი კვებავს და ატენიანებს თმას. ამ პროცედურის ჩატარება კვირაში ერთხელ არის რეკომენდირებული.

თქვენ დაგჭირდებათ:
1 ს/კ ჯელატინი;
3–4 კოვზი ცხელი წყალი;
1–2 ს/კ თმის ნიღაბი, ან ბალზამი.

რეცეპტში შეგიძლიათ დაამატოთ ოროვანდის, აბუსალათინის, ან ნუშის ზეთი. ასევე ამატებენ თაფლს, ლიმონის წვენს, კვერცხს და რძეს.
თუ ძალიან გრძელი თმა გაქვთ, შეგიძლიათ ინგრედიენტების რაოდენობა გააორმაგოთ.

მომზადების წესი
ადუღებული წყალი 60 გრადუსამდე გააგრილეთ. ჯამში ჩაყარეთ 1 ს/კ ჟელატინი და დაამატეთ წყალი. ნარევს კარგად აურიეთ, იმისთვის, რომ ჟელატინი წყალში კარგად გაიხსნას და გაცივება აცადეთ. ამისთვის დაახლობით 15– 20 წუთია საჭირო. დაამატეთ ნარევში ბალზამის 1–2 ს/კ და კარგად აურიეთ.


Exit mobile version