Vau.ge

ამ ნიღბის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნაოჭების გასწორებას სულ რაღაც 3 პროცედურაში! ეს ყველა ქალბატონმა უნდა სცადოს!

ამ ნიღბის დახმარებით თქვენ შეძლებთ ნაოჭების გასწორებას სულ რაღაც 3 პროცედურაში! ეს ყველა ქალბატონმა უნდა სცადოს!

კოსმეტოლოგები ნაოჭებს სიღრმისა და წარმოქმნის მიზეზთა მიხედვით აჯგუფებენ.

სიღრმის მიხედვით:

ზედაპირული (ეპიდერმული) ნაოჭი ეხება კანის ზედაპირულ შრეს - ეპიდერმისს. ამ წვრილ ნაოჭებს, რიგ შემთხვევაში, “ბადის” შესახედაობა აქვს. ხშირად ზედაპირული ნაოჭების წარმოქმნის მიზეზი კანის გაუწყლოებაა, მის გაჩენას განაპირობებს ეპიდერმისის რქოვანა შრის გასქელებაც, რომელიც გამოწვეულია რქოვანა გარსის უჯრედთა განახლების პროცესის შენელებით.

საშუალო-ღრმა ნაოჭები (დერმული) ეხება შუა შრეს - დერმას და ზედაპირული ნაოჭების შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების შედეგია. მისი გაჩენა განპირობებულია ბოჭკოების დაზიანებით, ფიბრობლასტების სინთეზის შენელებით.

ღრმა ნაოჭები - ეხება არა მარტო კანის ყველა შრეს, მათ ფორმირებაში მონაწილეობს კანქვეშა ცხიმოვანი უჯრედისიც. ღრმა ნაოჭები, უპირველესად, ჩნდება კანის ბუნებრივ ნაკეცებში - მაგალითად, ცხვირ-ტუჩის ნაოჭი. მის გაჩენას განაპირობებს ქსოვილების გრავიტაციული ფთოზი, როდესაც სიმძიმის ძალის ზემოქმედებით, შესუსტებული კუნთური ტონუსის ფონზე, კანი ეშვება.

ღრმა ნაოჭებისადმი განწყობა სხეულის გარკვეულ უბნებში მნიშვნელოვნად განპირობებულია გენეტიკითა და სახის წყობის ინდივიდუალური თავისებურებებით. თუმცა მათი წარმოქმნის ხარისხი დამოკიდებულია იმ უარყოფით ფაქტორებზე, რომლებიც მოქმედებს ზედაპირული და საშუალო-ღრმა ნაოჭების წარმოქმნაზე.

ქალბატონები მუდმივად წერენ სახის კანის სახლის პირობებში გაახალგაზრდავების ახალსა და ახალ საშუალებებზე, და დღეს ჩვენ ერთ-ერთ მათგანს გაგაცნობთ.

ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბის რეცეპტი

პირველი კომპონენტი-თაფლი. ტკბილი ნექტარი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. ის კანის სადეზინფექციო საშუალებაა და აჩქარებს ანთებითი პროცესების განკურნებას.

თაფლი ეფექტურად უმკლავდება კანის პრობლემებს. სწორედ, ამიტომ არის ეს უძლიერესი ნატურალური პროდუქტი სახის კანის მოვლის მრავალი ნიღაბის ძირითადი იგრედიენტი.

მეორე კომპონენტი-ლიმონი, რომელიც დაგეხმარებათ ლაქებისა და ნაწიბურების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ნიღაბის შემადგენლობაში შედის არომატული დარიჩინი, რომელიც თავისი ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ამცირებს ბაქტერიულ დაავადებათა განვითარების საფრთხეს.

ჯავზი-გასაოცარი პროდუქტია, რომელიც ანთების საწინააღმდეგო შემადგენლობით არის გაჯერებული და ეფექტურად ებრძვის გამონაყარს.

საჭირო იგრედიენტები:

მომზადებისა და გამოყენების წესები:

მოცემული იგრედიენტები დააბლენდერეთ. თუ სქელ მასას მიიღებთ დაამატეთ მცირე რაოდენობის მინერალური წყალი. თქვენ მგრძნობიარე კანი გაქვთ? ამ შემთხვევაში ნიღაბის შემადგენლობიდან ამოიღეთ ლიმონის წვენი.

ნიღაბი გაგათავისუფლებთ სახის კანის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა, ნაწიბურები, ნაოჭები და გამონაყარი. ძალიან მალე შემაჩნევთ სასიკეთო ცვლილებებს და შედეგით აღფრთოვანებული დარჩებით

Exit mobile version