Vau.ge

სოდის 3 საუკეთესო ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის! რამდენიმე პროცედურაში კანის მდგომარებას საგრძნობლად გააუმჯობესებს!

სოდის 3 საუკეთესო ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის! რამდენიმე პროცედურაში კანის მდგომარებას საგრძნობლად გააუმჯობესებს!

აკნე არის კანის ქრონიკულად მიმდინარე ცხიმოვანი ჯირკვლების პათოლოგია, რომელიც დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებულია. ის ძირითადად მოზარდებში გვხვდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია,  თავი იჩინოს სხვა ასაკშიც.

აკნეს განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეცია. იმ შემთხვევებში, როდესაც ფორები იხშობა ცხიმოვანი და მკვდარი უჯრედებით, კანზე გააქტიურებას იწყებენ ბაქტერიები და საბოლოოდ მიმდინარეობს ანთებითი პროცესი.

აკნეს გამომწვევი მიზეზებია:

 

1. სოდისა და თაფლის კომბინაცია. ნატრიუმის ბიკარბონატის თვისებების და თაფლის დამატენიანებელი თვისებების შერწყმით, ჩვენ შეგვიძლია ეფექტურად მოვაცილოთ აკნე და შავი წერტილები. ორივე პროდუქტი ღრმად ასუფთავებს ფორებს და ხელს უწყობს pH აღდგენას, რომ შეაჩეროს ჭარბი ცხიმის წარმოება.

2 სუფრის კოვზი სოდა (20 გრ) 2 სუფრის კოვზი თაფლი (50 გრ) შეურიეთ ინგრედიენტები და მოამზადეთ პასტა. წაისვით მთელ სახეზე და დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამიმეორეთ კვირაში ორჯერ.

2. სოდა და ლიმონი. ლიმონი არის გამწმენდი და გამაღიავებელი ინგრედიენტი. ბიკარბონატთან კომბინირებისას ის ხელს უწყობს კანის ტოქსინებისა და ცხიმის ნარჩენების საფუძვლიან გაწმენდას 1 ს.კ სოდა 1 ს.კ ლიმონის წვენი აურიეთ კარგად, შეიზილეთ სახის პრობლემურ ადგილებში თითების მოძრაობით. გაიჩერთ 10 წუთი და ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი გაიკეთეთ ღამე რადგან არ არის სასურველი ამ პროცედურის შემდეგ მზის სხივების მოხვედრა.

3. სოდა და ქოქოსის ზეთი. ეს ანტიბაქტერიული და ანთების საწინააღმდეგო საშუალება ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების აქტივობის მოწესრიგებას. მისი ნაერთები იცავს კანს ინფექციებისგან და, თავის მხრივ, ხელს უშლის გამონაყარს და ნაწიბურებს. 1 სუფრის კოვზი სოდა 1 ს.კ ქოქოსის ზეთი. შეურიეთ სოდა ქოქოსის ზეთს და მოამზადეთ სქელი პასტა. წაისვით პროდუქტი მსუბუქი, წრიული მოძრაობით, აქცენტი გააკეთეთ გამონაყარზე. გააჩერეთ 20 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ.

მითია, გავრცელებული ინფორმაცია, რომ აკნეს ავითარებს შემდეგი საკვები პროდუქტები: ყავა, შოკოლადი.

თუმცა - შებოლილი საკვები, ძეხვეულობა, ნიგოზი და მისი ნაირსახეობები, ცხარე და ზედმეტად ცხიმიანი საკვები, ასევე როგორც სტრესი და დღის რეჟიმის დარღვევა ართულებს და ამწვავებს დაავადების მსვლელობას, ვინაიდან ეს ყველაფერი ასტიმულირებს სებოსეკრეციას(ცხიმის გამოყოფას).

Exit mobile version