Vau.ge

რა მოხდება თუ სახეს ძმრით დაიბანთ? აღმოჩენა, რომელიც განსაკუთრებით ქალებს გაახარებს

თუ სახის კანზე პრობლემები გაქვთ ალბათ უკვე ბევრი ხერხი გექნებათ ნაცადი იქნებოდა ეს ქიმიური თუ ბუნებრივი, მაგრამ ჩვენ გირჩევთ საუკეთესო გამოსავალს, რომელიც ძალიან იაფი და ნატურალურია ეს არის ვაშლის ძმარი.

თუ ძმრით დაიბანთ სახეს ის წარმატებულად იმოქმედებს აკნეს წინააღმდეგ. ძმრის შემადგენლობაში ისეთი ნივთიერებაა, რომელიც კანის მკვდარ უჯრედებს აშორებს სახეს და ახალ გლუვ კანს სძენს. ასევე ის არ აძლევს ფორებს იმის საშუალებას რომ ჭუჭყით აივსოს და კანს სისუფთავეს უნარჩუნებს.

ასაკის მატებასთან ერთად ლაქებიც იმატებს, ამიტომ მათ მოსაშორებლად ვაშლის ძმარში დასველებული საფენი 20-30 წუთით სახეზე დაიფინეთ.

როგორ უნდა დაიბანოთ სახე ძმრით?

1 ს/კ ვაშლის ძმარი 3 ს/კ წყალს შეურიეთ, დაიბანეთ სახე და ამის შემდეგ ნაზავი სახეზე ბამბის საფენით წაისვით.

როდესაც საქმე ეხება ძმრით სახის დაბანას აუცილებლად სწორად უნდა გაკეთდეს ყველაფერი. დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ძმარი იყოს ვაშლის. მხოლოდ მას აქვს შემდეგ ის შემადგენლობა, რაც სახის კანზე დადებითად მოქმედებს.

 

Exit mobile version