Vau.ge

3 უძველესი გამაახალგაზრდავებელი ნიღაბი. რეცეპტი, რომლითაც კლეოპატრა სარგებლობდა

დღეს, ბაზარზე, კანის მოვლის უამრავი საშუალება არის წარმოდგენილი. ზოგი, “მუშაობს”. ზოგი კი, არა. ნებისმიერ შემთხვევაში, ძვირად ღირებული ნიღაბების და კრემების ყიდვის საშუალება ყველას არ აქვს. მაგრამ, როგორ უვლიდნენ სახის კანს ძველ დროს? რა თქმა უნდა, ნატურალური ინგრედიენტების გამოყენებით. ჩვენ 3 ნიღაბის რეცეპტს გთავაზობთ.


ზაფრანას ნიღაბი
არსებობს ინფორმაცია, რომ ამ ნიღაბის რეცეპტს თვით კლეოპატრაც კი, იყენებდა. და, თურმე ამ ინგრედიენტს რძის აბაზანაშიც კი ამატებდა. დღეს კი, ამ ნიღაბის რეცეტით ინდოელი მანდილოსნები სარგებლობენ. უბრალოდ აურიეთ ერთმანეთს ცოტა ზაფრანა და ქოქოსის ზეთი, ან რძე (თანაბარირაოდენობა). ნარევი სახეზე წაისვით და მთელი ღამის განმავლობაში დაიტოვეთ. დილით ნიღაბი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. შედეგი გასაოცარია!

ათქვეფილი ნაღების ნიღაბი
გაინტერესებთ, როგორ უვლიდნენ საკუთარ კანს გეიშები? ნიღაბის მოსამზადებლად თქვენ 2 ს/კ ზღვის მარილი და 2 ს/კ ათქვეფილი ნაღები დაგჭირდებათ (სახლში მომზადებული). ნარევი სახეზე უნდა წაისვათ, მასაჟი გაიკეთოთ და 1–2 საათში ცივი წყლით ჩამოიბანოთ.

მწვანე ჩაის ნიღაბი
ამ რეცეპტსაც გეიშები იყენებდნენ. აურიეთ ერთმანეთს 1 ჭიქა ცხელი მწვანე ჩაი, ½ ჭიქა შვრია, 1 ავოკადოსგან გაკეთებული პიურე და ნახევარი ლიმონის წვენი. მასა სუფთა კანზე წასვით და 20 წუთში თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

Exit mobile version