თუ ჭორფლი დისკომფორტს გიქმნით, მაშინ გამოიყენეთ ეს საშუალებები!
რეცეპტები:
- 1 კონა ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ და გაწურეთ. წვენს დაამატეთ იმავე რაოდენობის რძე და ეს ნარევი ყოველდღე შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთი, ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით.
- გაატარეთ ოხრახუში ხორცსაკეპ მანქანაში, აიღეთ 2 სუფრის კოვზი და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ. ამის შემდეგ სახეზე წაისვით მკვებავი კრემი.
- მოხარშეთ ოხრახუშის ძირები, შეურიეთ ლიმონის წვენი და წაისვით ლაქებზე დილა-საღამოს.
- 1 ჩ/კ კალენდულას ყვავილს დაასხით 0,5 ჭიქა მდუღარე წყალი, შეფუთეთ და 40 წუთი გააჩერეთ. შემდეგ გადაწურეთ, დაამატეთ 1 ჩ/კ ხახვის წვენი და ამ ნარევით სახე დღეში რამდენჯერმე ჩამოიბანეთ.
- აურიეთ ერთმანეთში თითო ჩაის კოვზი ხახვისა და ქორფა კიტრის წვენი და 1 ჩაის ჭიქა ცივი ანადუღარი წყალი. ეს ნარევი შეიზილეთ სახის კანში. 1 ჩ/კ სტაფილოს წვენს დაუმატეთ 3-4 წვეთი ლიმონის წვენი. შეიზილეთ ნარევი სახის კანში დილა-საღამოს.
- ყოველ დილით პირი მაწვნით დაიბანეთ. კვირაში 2-3-ჯერ სახეზე 15 წუთით წაისვით 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი თაფლის ნარევი. ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
- ნახევარ ჭიქა ნუშის გულს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე. 3-5 წუთის შემდეგ წყალი გადაღვარეთ, ნუში კი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მიღებულ ფაფას დაამატეთ ნახევარი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი ანადუღარი წყალი. კარგად ათქვიფეთ და გაიკეთეთ ნიღაბი 30 წუთით. შემდეგ დაიბანეთ.
- 1 ლიმონის წვენი, 1 კვერცხის ცილა, 10 გრამი შაქარი, 100 მლ წყალი კარგად აურიეთ ერთმანეთში და 20-30 წუთით დაიდეთ დაბანილ სახეზე. პროცედურა ჩაიტარეთ დღეგამოშვებით. ნიღაბი მოიშორეთ თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით.
- ქორფა კიტრი წვრილად გახეხეთ, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი მკვებავი კრემი, თუ ცხიმიანი კანი გაქვთ — იმავე რაოდენობის არაყი, გააჩერეთ 24 საათი. ამ სითხეში დაასველეთ დოლბანდი და დღეში ერთხელ დაიდეთ სახეზე. კურსი 30 ნიღაბია.
- კიტრის წვენი შეიძლება მომზადდეს შესანახადაც. ამისათვის 100 გრამ წვრილად დაჭრილ ახალ კიტრს დაასხით 100 მლ არაყი, 8-10 დღით დადგით სიბნელეში, შემდეგ გაწურეთ და თავდახურული ჭურჭლით შედგით მაცივარში. ძლებს 6 თვე.