Vau.ge

კვერცხის  ნიღაბი დამსკდარი ხელებისთვის! ამ სეზონზე განსაკუთრებით გვჭირდება ხელების ეფექტურად დარბილება!

კვერცხის  ნიღაბი დამსკდარი ხელებისთვის! ამ სეზონზე განსაკუთრებით გვჭირდება ხელების ეფექტურად დარბილება!

აღსანიშნავია ისიც, რომ ხელის კანის მოვლა რთული ნამდვილად არ არის, თუ ამ პრობლემას არ გაირთულებთ. უნდა მოერიდოთ საპნებს, რომელიც ძალიან აშრობს კანს და სისტემატიურად იხმაროთ მაღალი ხარისხის ხელის დამატენიანებელი კრემები. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც კანის სიმშრალე შემაწუხებელი ხდება. ამ დროს შეიძლება დერმატოლოგის კონსულტაციაც კი გახდეს საჭირო. უყურადღებოდ არ დატოვოთ მშრალი კანის ისეთი სიმპტომები, როგორიცაა: გაუხეშება, დაჭიმულობა, აქერცვლა, სიწითლე, მცირე ნახეთქები.

კანის სიმშრალე და მისით გამოწვეული პრობლემები შეიძლება ნებისმიერის პრობლემა გახდეს, თუმცა არსებობს რამდენიმე რისკფაქტორი, რომელმაც შეიძლება ეს საკითხი კიდევ უფრო გაამწვავოს. მაგალითად, ასაკის მატებასთან ერთად კანის სიმშრალის შანსი იზრდება.

ხელის კანის სიმშრალის დროს კარგია უმი კვერცხის ცილისგან მომზადებული წამალი:

თეფშზე უნდა გატეხოთ ერთი კვერცხი, ცილა და გული გააცალკევოთ, ცილა კარგად ათქვიფოთ, პირდაპირ წაისვათ ხელებზე და კარგად შეიზილოთ. როგორც კი პირველი ფენა გაშრება, წაისვათ მეორე და ასე შემდეგ, ვიდრე ცილა არ გათავდება. უკანასკნელი ფენის გაშრობიდან 15-20 წუთის შემდეგ ხელები დაიბანეთ თბილი წყლით, უმჯობესია, ბავშვის საპნით და წაისვით ხელის ნებისმიერი კრემი.

ხელების გაწითლებისა და კანის გამოშრობის დროს გიშველით კარტოფილის ნახარშის აბაზანებიც:

ნახევარ ლიტრ წყალში მოხარშეთ 2-3 საშუალო ზომის კარტოფილი, ამოიღეთ, ნახარში 30 გრადუსამდე გააცივეთ, ჩაყავით ხელები, 20 წუთს გააჩერეთ, შემდეგ სუფთა წყალი გადაივლეთ და წაისვით ხელის კრემი.

შეგიძლიათ, კარტოფილის ნახარშის ნაცვლად კარტოფილის ნიღაბი სცადოთ:

მოამზადეთ კარტოფილის სქელი პიურე და სქელ ფენად დაიდეთ ხელებზე, ზემოდან ცელოფანი დაიფარეთ და სქელი შალით შეიხვიეთ. 20-30 წუთის შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და კრემი წაისვით.

ხელების ძლიერი ოფლიანობის დროს დაგეხმარებათ მარილიანი წყლის აბაზანები:

გახსენით 1 ჩაის კოვზი მარილი 1 ლიტრ ანადუღარ წყალში და ცხელშივე (როგორსაც გაუძლებთ) ჩაყავით ხელები.

კარგია ჩვეულებრივი შავი ჩაის აბაზანებიც:

მოამზადეთ შავი ჩაის მაგარი ნაყენი და ხელებს 10-15-წუთიანი აბაზანები მიაღებინეთ. დაე, ამ საშუალებებმა თქვენს ხელებს დიდხანს შეუნარჩუნოს ახალგაზრდობა და სინაზე.

Exit mobile version