ლამაზი და მოხდენილი ფიგურა ყველა ქალის ოცნებაა, ამისთვის კი ხშირად დიეტის დაცვაა საჭირო, ამიტომ ჩვენ შემოგთავაზებთ დიეტას, რომელიც ზამთარში ძალიან ეფექტურად მუშაობს.
დიეტის მენიუ:
საუზმე – ბოსტნეული სუპი, ჩაი ან ყავა უშაქროდ.
სამხარი – 1 ჭიქა კეფირი ან ერთი ცალი ნებისმიერი ხილი.
სადილი – 1 პორცია სუპი, ბოსტნეულის სალათი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოასხათ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.
წასახემსებლად – 1 ჭიქა კეფირი ან ერთი ცალი ნებისმიერი ხილი.
ვახშამი – 1 პორცია სუპი, ბოსტნეულის სალათი, რომელსაც აუცილებლად უნდა მოასხათ 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი.
ძილის წინ – 1 ჭიქა კეფირი.
1 პორცია – ეს არ გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ რამდენიმე ლუკმა უნდა მიირთვათ. შეგიძლიათ კარგად დანაყრდეთ, რადგან შიმშილი არ ახდუნებს, პირიქით კუჭში ჩასული საკვების დროულად გადამუშავებას ხელს უშლის.
ამ დიეტის დროს ხორცის ან თევზის მიღება თქვენზეა დამოკიდებული. თუ ორგანიზმი მოგთხოვთ აუცილებლად მიიღეთ ცოტა დოზით.
სუპის ინგრედიენტები:
2 ლ. წყალი;
ცოტა რაოდენობით კომბოსტო;
1 ც. სტაფილო;
1 ც. ტკბილი წიწაკა;
1 ც. კარტოფილი;
1 პატარა ხახვი;
1 კბილი ნიორი;
1/2 ლიმონი;
2 ს/კ ზეითუნის ზეთი;
მარილი;
მწვანილი.
მას შემდეგ რაც ამ ინგრედიენტებს ერთმანეთში შეურევთ, ნაზავი 25-30 წუთით ადუღეთ.
ამ დიეტით კვირაში 5 კილოს დაიკლებთ.