Vau.ge

მაიონეზის გამოყენების 7 უჩვეულო მეთოდი… ის, რაზეც აქამდე არც კი იფიქრებდით!

ბევრი ვერც კი წარმოიდგენს თუ როგორ შექმნას კულინარიული შედევრები მაიონეზის გარეშე. ის ხომ თქვენს კერძს საინტერესო და პიკანტურ გემოს ანიჭებს. მაგრამ ადამიანების უმრავლესობამ ამ პროდუქტზე უარი თქვა, კალორიების გამო.

ჩვენ მაიონეზის გამოყენების სრულიად ახალ გზებს წარმოგიდგენთ.

1. მაიონეზის მეშვეობით შეგიძლიათ მოიშოროთ ხის წებოს და მაზუთის კვალები. უბრალოს წაისვით მაიონეზი ხელებზე და ცოტახანში დაიბანეთ ხელები ცხელი წყლით.

2. ამ პროდუქტის გამოყენებით ასევე შეგიძლიათ ხის მაგიდაზე სველი ჭურჭლისგან დარჩენილი თეთრი ლაქები მოიშოროთ, უბრალოდ წაუსვით მაგიდას მაიონეზი და გაწმინდეთ ხელსახოცით. ცოტახანში განმეორებით გაწმინდეთ მაგიდა ტენიანი ხელსახოცით.

3. თუ გინდათ იყოთ ლამაზი თმის მფლობელი, მაშინ გამოიყენეთ სახლში მომზადებული მაიონეზი. კვერცხის გული თმას მბზინვარებას ანიჭებს, მცენარეული ზეთი მას ატენიანებს, მდოგვი სტიმულირებს თმის ზრდას, ხოლო ძმარი სასარგებლოა მოცულობისთვის. სახლში მომზადებული მაიონეზის 1 ს/კ წაისვით თმაზე, ცოტახანში კი კარგად დაიბანეთ თმა შამპუნით.

4. თუ ბავშვმა ტილები აიკიდა, თავზე სახლში მომზადებული მაიონეზი წაუსვით, რამდენიმე საათში პარაზიტებისგან არაფერი დარჩება.

5. თუ თქვენს ბავშვებს კედლებზე ხატვა უყვართ, მაშინ ეს მეთოდი თქვენთვისაა. წაისვით მაიონეზი ხელსახოცზე და გაწმინდეთ დაჯღაბნილი ადგილი.

6 მაინეზის ნიღბები ასევე ძალიან სასარგებლოა მტრევადი ფჩხილებისთვის. ეს პროდუქტი კარგად ატენიანებს და კვებავს ფრჩხილს.

7. ასევე შეგიძლიათ გამოიყენეთ მაიონეზი წებოვანი სტიკერების მოსაშორებლად. დეტალური პროცესი ნაჩვენებია ვიდეოში.

Exit mobile version