Vau.ge

ეფექტური საშუალება ნაოჭების წინააღმდეგ– თქვენ მხოლოდ 2 ინგრედიენტი დაგჭირდებათ!

რა თქმა უნდა ასაკის მატებასთან ერთად ჩვენი კანი ელასტიურობას კარგავს და მასზე ბევრი ნაოჭი ჩნდება. მაგრამ როგორ ვებრძოლოთ ამ პრობლემას ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებების გამოყენების გარეშე?

თქვენ მხოლოდ და მხოლოდ კიტრი და კვერცხის ცილა დაგჭირდებათ.

კიტრი კანს ელასტიურობას დაუბრუნებს. ის შეიცავს C და K ვიტამინებს, რომლებსაც ანტიოქსიდანტების თვისებები აქვთ. ისინი ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ნაოჭების გაჩენას უწყობენ ხელს.

რაც შეეხება ცილას, ეს ამ შემთხვევაში იდეალური ინგრედიენტია, რომელიც ჩამოშვებულ კანს ეფექტურად ებრძვის.

მომზადების წესი:
ნახევარი კიტრი გაფცქვენით და დააქუცმაცეთ. გადაიტანეთ კიტრი ბლენდერში და ის 2 წუთით ჩართეთ. მიღებული მასა გადაწურეთ. კიტრის წვენს კვერცხის ცილა შეურიეთ და წაისვით პრობლემურ ადგილას. 15 წუთში ნიღაბი ცივი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ, ან ორჯერ გაიმეორეთ.

Exit mobile version