Vau.ge

კოღოების მოსაშორებელი ნატურალური საშუალება! მარტივი და ეფექტურია!

მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ყველას ძალიან უყვარს, ამ სეზონს თან უსიამოვნო პრობლემა ახლავს- მწერები! ჩვენ გთავაზობთ კოღოების მოსაშორებელ ბუნებრივ მეთოდს, რომლის ეფექტურობაშიც შეგიძლიათ თავად დარწმუნდეთ!


თქვენ დაგჭირდებათ:

– 1-2 ლიმონის ნაჭერი
– 1-2 ლაიმის ნაჭერი
– როზმარინის ღერები
– წყალი (მინის ქილის გასავსებად)
– ევკალიპტის ზეთი 7-10 წვეთი (იყიდება აფთიაქებში)
– პატარა სანთლები (ჩაის მოტივტივე სანთლები)

მოათავსეთ ინგრდიენტები მინის ქილაში, აავსეთ წყლით და ჩადეთ სანთელი (გრძელი ძაფით), სულ რამდენიმე წუთი და თქვენი კოღოების მოსაშორებელი საშუალება მზადაა!

Exit mobile version