თმის შეღებვის პროცესი დიდ გავლენას ახდენს თმის ხარისხზე, ამიტომ ისინი, ვინც დიდ ყურადღებას აქცევენ თმას, ცდილობენ ეს პროცესი მთლიანად აირიდონ თავიდან.
მიუხედავად ამისა, ფერის შეცვლაზე მაინც ყველა ქალი ფიქრობს. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საინტერესო რჩევა, თუ როგორ შეიცვალოთ ფერი ბუნებრივი მეთოდებით და გვერდი აუაროთ ქიმიურ ჩარევას თმაზე.
წითელი თმისთვის
დაჭერით საშუალო ზომის ჭარხალი ნაჭრებად. ჩაყარეთ ქვაბში და დადგით ცეცხლზე მოსახარშად, შემდეგ კი გააგრილეთ და თქვენი საღებავი მიქსტურა მზადაა!
შეიზილეთ თმაში და გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ ძმრის გამოყენებით და გაიშრეთ თმა. ღია ფერის მქონე თმაზე შედეგი უფრო ეფექტურია.
ოქროსფერი თმისთვის-გვირილა
100 გრამ გამხმარ გვირილას დაუმატეთ 1.5 ლ წყალი. მოხარშეთ, გააგრილეთ ნორმალურ ტემპერატურამდე და დაისველეთ ამ სითხით თმა, ცოტა ხნის შემდეგ ჩამოიბანეთ ძმრით.
ღია ყავისფერი თმისთვის-ხახვის ფურცლები და მუხის ქერქი
ერთ ლიტრ ადუღებულ წყალში დაამატეთ მუხის ქერქი და ნახევარი ჭიქა ხახვის ფურცლები. 1 საათის განმავლობაში ადუღეთ და შემდეგ გააგრილეთ. დაისველეთ თქვენი თმა ამ მიქსტურით და გაიჩერეთ 45 წუთი. ჩამოიბანეთ ძმრით.
ყავისფერი თმა- კაკლის წენგო
15-20 ჯერ კიდევ მწვანე კაკალს მოააშორეთ ქექი და დაჭერით, შემდეგ დააქუცმაცეთ და დაასხით ცხელი წყალი, ურიეთ სანამ არ შესქელდება. შემდეგ წაისვით თმაზე ფუნჯის დახმარებით (როგორც თმის ჩვეულებრივი შეღებვისას) დაიტოვეთ 15-20 წუთი და ჩამოიბანეთ ძმრით.