Vau.ge

ჟელატინის და ბანანის ნიღაბი ნაოჭების წინააღმდეგ-მიიღეთ ეფექტური შედეგი მარტივად!

თუ გსურთ, რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს სახის კანი, მაშინ ეს ნიღაბი ნამდვილად თქვენთვისაა! დროთა განმავლობაში კანი კარგავს ელასტიურობას და ჩნდება ნაოჭებიც, ჟელატინის ნიღაბის დახმარებით თქვენი სახის კანი იქნება ძველებურად გადაჭიმული და მკვრივი.
ჟელატინი ავსებს კოლაგენის დეფიციტს, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად გვაკლდება. ის აშორებს წვრილ ნაოჭებს და ათეთრებს კანს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

თქვენ დაგჭირდებათ:

-2 ს/კ ადუღებული წყალი
1 ჩ/კ ჟელატინი
2 ჩ/კ ბანანის პიურე

მომზადება:

აურიეთ წყალი და ჟელატინი, გააჩერეთ რათა გაიხსნას, შემდეგ დაუმატეთ ბანანის პიურე და მოურიეთ.
წაისვით ჟელატინის ნიღაბი თანაბარ და სწორ ფენად კარგად გასუფთავებულ სახის კანზე.(თვალების, კისრის და დეკოლტეს ზონა გამოტოვეთ)

მოადუნეთ სახის კუნთები, გაიჩერეთ ნიღაბი 20 წუთის განმავლობაში, მოიშორეთ თბილი წყლის დახმარებით.
სცადეთ ეს ნიღაბი და თავად დარწმუნდით მის ეფექტურობაში!

Exit mobile version