კაკაო ღმერთების სასმელად სახელდება. ინდიელებმა პირველებმა დაიწყეს ამ არომატული სასმლის მომზადება. ისინი მასა „კაკავას“ ეძახდნენ.
ისინი კაკაოს მარცვლებს წყალში ხსნიდნენ, ამატებდნენ სიმინდის ფქვილს. სასმელი სქელი გამოდიოდა. ევროპელები ამ პროდუქტს კოლუმბის წყალობით გაეცნენ და საკუთარი წვლილიც შეიტანეს: დაუმატეს მათ შაქარი, რძე, ნაღები.
ნატურალური კაკაო
კაკაოს მომზადების რა რეცეპტიც არ უნდა გქონდეთ წაკითხული, აუცილებელია არ შეცდეთ მისი ფხვნილის არჩევაში.
მეცნიერები ამბობენ, რომ კაკაო სისხლში ანტიოქსიდანტების რაოდენობას ზრდის, გულის რიტმს სტაბილურს ხდის, ებრძვის კარიესის გავრცელებას, ამაღლებს განწყობილობას, ასუსტებს ხველას.
კაკაოს ფხვნილის ხარისხი
1. კაკაოს ფხვნილის პაკეტზე აუცილებლად უნდა იყოს აღნიშნული, რომ ის არ არის ალკალიზირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ქიმიური ნივთიერებები დამატებული ფერისა და არომატის გასაუმჯობესებლად. ალკალიზებული ფხვნილი იაფია და განკუთვნილია საკონდიტრო პროდუქტებისთვის.
2. ხსნადი კაკაოს სასმელს ნატურალურ კაკაოსთან არავითარი საერთო აქვს.
3. ეტიკეტზე აუცილებლად უნდა იყოს მითითებული ცხიმების რაოდენობა -15 %.
4. მაღალი ხარისხის კაკაოს ფხვნილს აქვს შოკოლადის არომატი და მომწარო გემო.
5. ფხვნილი უნდა იყოს თანაბარი: მსგავსი პუდრის.