ეს ნიღაბი თვალის გარშემო შავ წრეებს მოგაშორებთ. მისი რეცეპტი ინდოეთიდან მოდის. კურკუმა, რომელიც ამ ნიღაბის შემადგენელი ინგრედიენტია, საჭმლისთვისაც კარგია და სილამაზისთვისაც.
ნიღაბის შემადგენლობაში კურკუმა ათეთრებს და აახალგაზრდავებს კანს. ასევე ეს ოქროს ნიღაბი შეიცავს სოდას, რომელიც ასტიმულირებს სისხლის მოძრაობას.
ნიღაბის წასმის შემდეგ, კანი შეიძლება გაწითლდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ! სიწითლე მალე გადაგივლით!
დაგჭირდებათ:
• 0.5 ს/კ კურკუმა
• 1 ს/კ სოდა
• ლიმონის წვენის რამდენიმე წვეთი
1. აურიეთ ყველა ინგრედიენტი ერთმანეთ. თუ ნაზი კანი გაქვთ, ლიმონის წვენი შეცვალეთ წყლით.
2. დაიტანეთ ოქროს ნიღაბი თვალებს ქვემოთ და 15 წუთით გაიჩერეთ!
3. დაიბანეთ ცივი წყლით. შემდეგ კი დამარბილებელი კრემი წაისვით.
ნიღაბი ყოველდღიურად ერთხელ გაიკეთეთ, შედეგს აუცილებლად შეამჩნევთ!