Vau.ge

თქვენ შეგიძლიათ,ეს ეფექტური იატაკის საწმენდი სითხე სახლში მოამზადოთ,თან საკმაოდ იოლად !


თურმე, სამზარეულოში, იმ პატარ-პატარა ლაქებისგან, რომელთაც ყურადღებას არ ვაქცევთ, ბოლოს დიდი ცხიმგროვა წარმოიქმნება. თუ გაინტერესებთ, როგორ მოამზადოთ თქვენი ხელით ძალიან ეფექტური იატაკის საწმენდი სითხე, რომელიც “შეებრძოლება” თქვენს ყველაზე არეულ ადგილებსაც კი,შორს აღარ წახვიდეთ, ეს ხერხი სცადეთ:

აი, რა დაგჭირდებათ :
1/4 ფინჯანი თეთრი ძმარი
1 სუფრის კოვზი ჭურჭლის სარეცხი საპონი (სითხე)
1/4 ფინჯანი სარეცხი სოდა
6-8 ლიტრი ძალიან თბილი ონკანის წყალი

როგორ მოვამზადოთ:
მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი დიდ ვედროში და აურიეთ ერთმანეთში, სანამ ისინი არ მიიღებს საპნის ქაფიან არომატულ სახეს.დაასველეთ შვაბრათი იატაკის საწმენდი და გაწმინდეთ დაბინძურებული ტერიტორია. სულ ეს არის ! მას შემდეგ, რაც ის გაშრება, საპნის ლაქები არ დარჩება. უბრალოდ, თქვენს სახლში დაგრჩებათ ლამაზი სუფთა იატაკი.

Exit mobile version