ეგზოტიკური ხილი ვიტამინებით ფერმენტებით და ანტიოქსიდანტებითაა სავსე, რაც კანს ბევრად რბილს და ნაზს ხდის, ამასთანავე სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
სახის კანისთვის ბანანი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
ნიღაბი #1
დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი. შეურიეთ 1 ს/კ თაფლი და 2 ს/კ არაჟანი. მიღებული ნაზავი სახეზე 20 წუთის განმავლობაში დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ. ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ გაიმეორეთ.
ნიღაბი #2
დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი. დაუმატეთ ზეითუნის ზეთი და კვერცხის გული. ნაზავი სახეზე 15 წუთის განმავლობაში დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი #3
ეს ნიღაბი კანის სიმშრალის წინააღმდეგ კარგად მოქმედებს. დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი. დაუმატეთ ფორთოხლის წვენი და კვერცხის გული. ნაზავი სახეზე 25-30 წუთის განმავლობაში დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი #4
ცხიმიანი კანის შემთხვევაში ასე უნდა მოიქცეთ: დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი. დაუმატეთ 1 კვერცხის ათქვეფილი ცილა და ლიმონის წვენი. ნაზავი სახეზე 15 წუთის განმავლობაში დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.
ნიღაბი #5
აკნეს შემთხვევაში: დაჭყლიტეთ 1 ცალი ბანანი. დაუმატეთ 1 ჩ/კ შვრია და 1 ჩ/კ უცხიმო რძე. ნაზავი სახეზე 15-20 წუთის განმავლობაში დაიდეთ. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ.