Vau.ge

სახის კანის გაახალგაზრდავება 15 წუთში… ბრინჯის ნიღაბი წარმოუდგენელი ეფექტით!

სახის კანის გაახალგაზრდავება ოპერაციული ჩარევების გარეშე შესაძლებელია! ბრინჯი შეიცავს ლინოლის მჟავას და სკვალენს– უძლიერეს ანტიოქსიდანტს, რომელიც კოლაგენის გამომუშავებას უწყობს ხელს. ხოლო ნაოჭი სწორედ კოლაგენის გამომუშავების შემცირების დროს ჩნდება. ეს დაკავშირებულია ჰორმონალურ დისბალანსთან, არასწორ რაციონთან, მოწევასთან.


იაპონელი მანდილოსნები ბრინჯს უძველესი დროიდან იყენებდნენ, რადგანაც ის კარგად ატენიანებს, კვებავს და ასუფთავებს კანს, აქრობს ნაოჭებს და დაჭიმვის ეფექტიც აქვს.

ნიღბის დასამზადებლად დაგჭირდებათ:
3 ს/კ ბრინჯი
1 ს/კ რძე
1 ს/კ თაფლი

მოხარშეთ და გადაწურეთ ბრინჯი, წყალი კი შეინახეთ. აურიეთ ერთმანეთს რძე, ბრინჯი და თაფლი– თქვენ საკმაოდ სქელ ნიღაბს მიიღებთ. წაისვით მასა მშრალ და სუფთა კანზე და დაელოდეთ სანამ ბრინჯი გაშრება. დაიბანეთ სახე ბრინჯის მოხარშვის შემდეგ დარჩენილი წყლით.

ნიღბის გამოყენება კვირაში ერთხელაა რეკომენდირებული. ბრინჯი კანს დაარბილებს, დაატენიანებს და გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

Exit mobile version