Vau.ge

ბრინჯის წყალი გრძელი და ჯანმრთელი თმისთვის. იაპონელი ქალები საუკუნეებია ამ მეთოდს მიმართავენ

გსურთ გრძელი, ჯანმრთელი და ბზინვარე თმა გქონდეთ? გთავაზობთ მეთოდს, რომელსაც იაპონელი ქალები უძველესი დროიდან იყენებენ და სწორედ ამიტომ გამოირჩევიან მოვლილი თმით.

ბრინჯის წყალი სწორედ ის საშუალებაა, რაც თქვენი თმის სტრუქტურას უფრო ძლიერს გახდის, თმის ზრდასა და გასქელებას შეუწყობს ხელს და ბზინვარებას მიანიჭებს.

ბრინჯის წყალი მდიდარია ანტიოქსიდანტებითა და მინერალებით, ასტიმულირებს თმის ზრდას. ის ასევე შეიცავს პროტეინსა და განსაკუთრებულ ინგრედიენტს - ინოზიტს (ვიტამინი B8). ფასდაუდებელი საშუალებაა მათთვის, ვინც ბუნებრივად სქელ თმაზე ოცნებობს. ინოზიტს დაზიანებული თმის სტრუქტურის აღდგენა შეუძლია და ატენიანებს თმას - ის ლამაზად ბზინავს და ხდება უფრო რბილი.

მომზადების წესი:

გარეცხეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, მოათავსეთ ჯამში და დაასხით 2-3 ჭიქა წყალი. დატოვეთ 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი გადაწურეთ.

დაბანის შემდეგ, დაიტანეთ თმაზე ბრინჯის წყალი, გაიჩერეთ 10-15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ პროცედური კვირაში 2ჯერ და თქვენს თმას ვეღარ იცნობთ.

 

Exit mobile version