Vau.ge

იღლიების გათეთრება უმი კარტოფილის დახმარებით. დაივიწყეთ იღლიის სიშავით გამოწვეული უხერხულობა

იღლია ჩვენი სხეულის ერთ–ერთი ინტიმური ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული ჰიგიენური მოვლა ჭირდება. თუმცა მიუხედავად მასზე გამუდმებული ზრუნვისა, ხშირად კარგავს სიგლუვეს და შავდება, რაც კანის თვისებებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ხდება. ვისაც გაქვთ აღნიშნული პრობლემა, ადვილი წარმოსადგენია რაოდენ დამტანჯველია ზაფხულობით ხელები ყოველთვის კონტროლის ქვეშ იქონიოთ, რადგან შავმა იღლიამ არ გამოანათოს და უხერხულობა არ გაგრძნობინოთ.

შეიძლება უჩვეულოდ და უცნაურად ჟღერდეს, თუმცა უმი კარტოფილი ნამდვილად უწყობს ხელს იღლიის მიდამოზე არსებული გამუქებული კანის სათუთ ზედაპირს გათეთრებაში. საქმე კი მხოლოდ იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ კარტოფილის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალიუმი, ვიტამინი C, რომლებიც სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ართრიტის, ათეროსკლეროზის, თირკმლისა და გულის უკმარისობის დროს, ასევე უმი კარტოფილის შემადგენლობაში მყოფი ფერმენტი კატელაზა უკარგავს კანს გამუქებულ ფერს (აღიავებს) ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.

როგორ გავითეთროდ გაშავებული იღლია უმი კარტოფილით?

აიღეთ ერთი საშუალო კარტოფილი, გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე და შეიზილეთ იღლიაში, სავალდებულოა გაიჩეროთ ნახევარი საათით ანუ სრულ გამოშრობამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ სასურველი შედეგი თვალნათელი გახდება.

Exit mobile version