ჩაშავებული და შეშუპებული თვალები ბევრი ქალის პრობლემაა. უმეტესობს ჰგონია, რომ ამ პრობლემას მხოლოდ ძვირადღირებული კრემებით ან პროცედურებით გაუმკლავდებიან. თუმცა, დღეს შემოგთავაზებთ ერთ-ერთ ნატურალურ მეთოდს, რომელიც შეგიძლიათ სახლში მოამზადოთ და მარტივად მოიშოროთ თვალის ირგვლივ არსებული სიშავეები.
თქვენ დაგჭირდებათ:
2 ჩაის კოვზი რძე
1 ჩაის კოვზი სოდა
მომზადება:
აურიეთ ინგრედიენტები ერთმანეთს. უნდა მიიღოთ პასტირებური მასა. შემდეგ მომზადებული ნიღაბი 10-15 წუთით მოათავსეთ მაცივარში. ცივი ნიღაბი დაიტანეთ თვალების ქვეშ და გაიჩერეთ 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ ცივი წყლით.
პროცედურა გაიმეორეთ კვირაში ორჯერ და სასურველ შედეგს აუცილებლად მიიღებთ.