Vau.ge

შავი წერტილების მოშორების ყველაზე ეფექტური მეთოდები. ეს ნიღბები შავ წერტილებს სამუდამოდ გაგიქრობენ

შავი წერტილები ერთ-ერთ ყველაზე რთულად საბრძოლველ კანის პრობლემას წარმოადგენს. დღის განმავლობაში ჩვენს კანზე არსებული ფორები ცხიმით და ჭუჭყით ივსება, რაც შემდეგ შავ წერტილებად გადაიქცევა. ზოგჯერ იმდენად ღრმად აღწევს ფორებში, რომ მათი მოშორება საკმაოდ რთულად, ზოგჯერ კი შეუძლებლადაც გვეჩვენება.

საბედნიეროდ, არსებობს ნიღაბები, რომლებიც დროთა განმავლობაში ამ პრობლემას ეფექტურად უმკლავდებიან და ჩვენს კანს შავი წერტილებისგან სამუდამოდ ათავისუფლებენ. რაც მთავარია, ეს ნიღაბები სახლში მზადდება და საკმაოდ მარტივია.

1. მცირე რაოდენობის საპარს კრემში შეურიეთ მარილი და სოდა. ნაზი, წრიული მოძრაობებით შეიზილეთ ფერიმჭამელებიან ადგილას. ასევე წრიული მოძრაობებით გაიკეთეთ 5-წუთიანი მასაჟი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ გადაისვათ თქვენთვის შესატყვისი კრემი.

2. გლიცერინს (5 გრ) შეურიეთ ძმარი (1 ს.კ.) და ტალკი (7 გრ). იზილეთ წრიული მოძრაობებით, შემდეგ კი ჩამოიბანეთ.

3
. საპარს კრემში შეურიეთ ცოტა მარილი და რამდენიმე წვეთი "პერეკისი" (3%). გაიმეორეთ იგივე მეთოდი და 5 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ.

4.
 მგრძნობიარე კანის შემთხვევაში გაიკეთეთ შემდეგი ნარევი: უხეშად დაფქულ ჰერკულესში (1 ს.კ.) შეურიეთ სოდა (1 ჩ.კ.), დაუმატეთ ცოტა თბილი წყალი, იმდენი, რომ მასა სქელი გამოვიდეს. შეიზილეთ ფერიმჭამელებში და გაიკეთეთ მასაჟი. ჩამოიბანეთ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით.

Exit mobile version