Vau.ge

7 არაჩვეულებრივი ხერხი ყავის მარცვლების გამოსაყენებლად! მოგეწონებათ…

ყავის მოყვარულებისთვის ყავა დილის რუტინის ერთ-ერთი გემრიელი ნაწილია. ისინი მისგან ენერგიასა და სიამოვნებას იღებენ ხოლმე. მაგრამ იცოდით, რომ ყავა სხვა საქმიანობებშიც შეიძლება გამოვიყენოთ?

1) კომპოსტი

ყავის მარცვლების თავიდან გამოსაყენებლად ის დაუმატეთ კომპოსტის გროვას. კომპოსტირება არაჩვეულებრივი გზაა ნიადაგის მკვებავი ნივთიერებებით გამდიდრების უზრუნველსაყოფად. თუ თქვენ კომპოსტის გროვა არ გაქვთ, თქვენ თვითონაც შეგიძლიათ გააკეთოთ.

2) განაყოფიერება

კომპოსტირებისგან ოდნავ განსხვავდება განაყოფიერება. ამ უკანასკნელისთვის თქვენ შეგიძლიათ ჩვეულებრივად გამოიყენოთ ყავის მარცვლები.

3) კანის სკრაბი

თუ გიყვართ ყავის სუნი, ეს პატარა ხრიკი თქვენთვისაა.
გახსენით ყავის ქილა და მთლიანი მარცვლები გაფილტრეთ. მიღებული ფხვნილი შეიზილეთ კანზე, განსაკუთრებით იმ ადგილებში, რომელიც უხეში გაქვთ.

4) ხელის გამწმენდი

თუ სულ ცოტა ხნის წინ დაჭერით ხახვი ან ნიორი და მისი სუნი ხელებზე გაწუხებთ, ყავის მარცვლები, თქვენი მშველელი იქნება.
უბრალოდ შეიზილეთ მარცვლები თითებს შუა და ხელის გულზე. იგივე მეთოდი სცადეთ დანასა და დასაჭრელ დაფაზე. მერწმუნეთ, სუნი აუცილებლად გაქრება!

5) ჭიანჭველების საწინააღმდეგოდ.

იცით ვინ არ იზიარებს ყავის სიყვარულს? ჭიანჭველები.
გააშრეთ ყავის მარცვლები და მიმოაფრქვიეთ სახლის იმ ადგილებში, სადაც შეიძლება ჭიანჭველები ცხოვრობდნენ.

6) ჰაერის გამწმენდი

საჭმელ სოდასა და ყავას შეუძლიათ გაანეიტრალონ უსიამოვნო სუნი.
პატარა ჯამში ჩაყარეთ ყავის მარცვლები და შედგით მაცივარში საჭმლის სუნის გასაქრობად.

7) ნატურალური საღებავი

ბეტონისა და ხის შესაღებად, ყავის მარცვლები და ცოტაოდენი ძმარი დაგეხმარებათ. მათი შერევით თქვენ მიიღებთ მუქ მიქსტურას, რომლითაც ბეტონის ან ხის ზედაპირს შეღებავთ. უკეთესი შედეგისთვის, მიქსტურა ორი დღით თავდახურულ კონტეინერში დატოვეთ.

Exit mobile version