Vau.ge

როგორ უნდა გავუმკლავდეთ კბილის ნადებს სახლის პირობებში ? ეს დაგაინტერესებთ!

თუ თქვენ გაქვთ კბილებზე ნადები, ეს ნიშნავს, რომ ბაქტერიები დაგროვდნენ ერთ ადგილას. ნადები შეიცავს საშიშ მიკრობებს. მას შეუძლია გაგიფუჭოთ არა მარტო კბილები, არამედ მთელი პირის ღრუ.

ნადები ხშირ შემთხვევაში შეუმჩნეველია. რეკომენდებულია, რომ სწრაფად მოახდინოთ რეაგირება. შეგიძლიათ მიჰყვეთ ამ მარტივ ნაბიჯებს :

1) კბილის ძაფით გაწმენდა და გახეხვა

საკვების ნარჩენი და მიკრობები კბილის ძაფის საშუალებით მოიშორეთ. ასევე ხშირად გაიხეხეთ კბილები. ამერიკის სტომატოლოგიური ასოციაცია გვთავაზობს კბილების გახეხვის წესებს: კბილის ჯაგრისი 45 გრადუსიანი კუთხით უნდა გეჭიროთ

2) ვაშლის ღვინის ძმარი

ეს მჟავური ნივთიერება ეფექტურია ნადების წინააღმდეგ. თქვენი კბილის ჯაგრისი გაჟღინთეთ ამ ძმრით რამდენიმე წუთით, შემდეგ კი კბილების გახეხვა დაიწყეთ. ეცადეთ, რომ წყალი კარგად გამოივლოთ, თორემ მჟავას კბილის ემალის დაზიანება შეუძლია.

3) საცხობი სოდა

დაატენიანეთ კბილის ჯაგრისი და შემდეგ ცოტაოდენი სოდა დაამატეთ, ასევე შეგიძლიათ დაამატოთ ცოტაოდენი მარილი.

4) ეს არის მიქსტურა, რომლის გაკეთებაც სახლშიც შეგიძლიათ

• 4 სუფრის კოვზი ცაცხვის ყვავილი

• 4 სუფრის კოვზი მზესუმზირის თესლი

• ერთი ლიტრი წყალი

როგორც კი ეს ინგრედიენტები გექნებათ, აურიეთ ერთმანეთში და დაბალ ცეცხლზე მოამზადეთ 30 წუთის განმავლობაში. ჭამის შემდეგ, კბილის პასტის ნაცვლად გამოიყენეთ ეს მიქსტურა.

Exit mobile version