Vau.ge

მოამზადეთ ეს ნიღაბი და ისიამოვნეთ სქელი, მბზინვარე თმით!

საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებაა, როდესაც იატაკზე საკუთარ თმას ხედავთ, ცვენის პრობლემა ბევრს აწუხებს, ამის მოსაგვარებლად კი ეფექტური საშუალების გამოყენება მოგიწევთ. ჩვენ გთავაზობთ რეცეპტს, რომლის მომზადებას სახლში საკუთარი ხელით შეძლებთ.

გამოიყენეთ ეს ნიღაბი კვირაში ერთხელ და თქვენ ხშირი, სქელი თმა გექნებათ!

ინგრედიენტები:

– 1 კვერცხი
– 1 ბანანი
– 1 ს/კ თაფლი
– ½ ჭ ლუდი

პროცედურა:

1. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ბლენდერში.
2. აურიეთ სქელი კონსისტენციის მიღებამდე.

შეიზილეთ თავის კანზე, უმჯობესია შამპუნით ჩამობანვის შემდეგ. შეიფუთეთ თმა და გაიჩერეთ 1-2 საათის განმავლობაში. დროის გასვლის შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.

ეს ნიღაბი გააძლიერებს თმის ძირებს და ხელს შეუწყობს მათ სტიმულირებას. გამოკვებავს კანს ვიტამინებითა და ყველა საჭირო ნივთიერებით.

Exit mobile version