Vau.ge

ეს მარტივი და ეფექტური მეთოდი დამსკდარ და უხეშ ქუსლებს სამუდამოდ დაგავიწყებთ!

თუ თქვენ არ გაქვთ ჯამრთელობის სერიოზული პრობლემები ან ავიტამონოზი, მაშინ დახეთქილ და გაუხეშებულ ქუსლებს სახლის პირობებში მშვენივრად მოუვლით. ქუსლებს რეგულარულად უნდა მივაქციოთ ყურადღება. სახლის პირობებში კი მათი მოვლა იაფი ჯდება. თუ გსურთ, რომ ნაზი ქუსლები გქონდეთ მაშინ ჩაიტარეთ შემდეგი პროცედურა, ღამით ძილის წინ.

ტაშტში ჩაასხით 1,5 თბილი წყალი. დაუმატეთ 4 ს.კ წყალბადის ზეჟანგი 3 %-იანი.
ჩაყავით ფეხები რამდენიმე წუთით, შემდეგ აიღეთ სპეციალური სახეხი ან პემზის ქვა და კარგად დაიხეხეთ ქუსლები.

აურიეთ ერთმანეში 3 ს.კ. გლიცერინი და 1 ჩ.კ. ძმარი. ქუსლების დახეხვის შემდეგ შეიზილეთ კანზე და წამოიცვით წინდები. დილით ჩამოიბანეთ ტერფები თბილი წყლით. ეს პროცედურა კვირაში 1-2 ჯერ უნდა გააკეთოთ და სულ მალე, შედეგი გაგაოცებთ!

Exit mobile version