Vau.ge

ამ გოგონამ უნიტაზში ლიმონის წვენი ჩაასხა… 10 ხერხი, რომელიც ცხოვრებას გაგიმარტივებთ

ალბათ ლიმონი ყველას უყვარს. ჩვენ მას ვამატებთ სასმელებში, საჭმელში, მისი გემოს და არომატის გამო. ასევე ბევრი გვსმენია მისი სამკურნალო თვისებების შესახებ. C ვიტამინის კონცენტრაციის გამო კი, მას ანთების და კიბოს საწინააღმდეგო თვისებები აქვს.

 

მაგრამ ამავე დროს, ლიმონის გამოყენება საყოფაცხოვრებო მიზნებისთვისაც არის შესაძლებელი. ლიმონი– გაწმენდის ერთ–ერთი კარგი საშუალებაა. ამ ვიდეოში ნაჩვენებია მისი გამოყენების 10 გზა.
1. ლიმონი, როგორც მაცივარში ჰაერის გამწმენდი საშუალება.
2. გამოიყენეთ ლიმონი მიკროტალღური ღუმელის გასაწმენდად. უბრალოდ ჩადეთ ღუმელში ჯამი ლიმონის წვენით, ლიმონით და წყლით. შემდეგ კი, 3–5 წუთით ტაიმერი ჩართეთ.
3. ლიმონის დახმარებით ასევე შეგიძლიათ სახეხისთვის ყველის უსიამოვნო სუნის მოშორება. უბრალოდ გახეხეთ ლიმონი, ის სუნს გაანადგურებს.
4. ლიმონის დახმარებით, შეგიძლიათ ხის საჭრელი დაფის გაწმენდა. თქვენ მხოლოდ და მხოლოდ მარილი და ლიმონი დაგჭირდებათ.
5. გამოიყენეთ ლიმონი ჩაიდნიდან ნალექის მოსაშორებლად. უბრალოდ ჩაასხით ჩაიდანში ლიმონის წვენი და 2 ჭიქა წყალი, მოადუღეთ და აცადეთ გაცივება.
6. ლიმონი, როგორც სარკის და მინის გამწმენდი საშუალება. უბრალოდ ჩაასხით ბოთლში 3 ჩ/კ ლიმონის წვენი და 1 ჭიქა წყალი.
7. თურმე, უნიტაზის გაწმენდა ლიმონით და მარილით არის შესაძლებელი.
8. თუ აბაზანაში კედლებზე საპნისგან კვალი რჩება, მაშინ ლიმონის წვენი გამოიყენეთ.
9. დაჭერით ლიმონი შუაზე და გაწმინდეთ ონკანი.
10.მისი გამოყენება შესაძლებელია ასევე ნაგვის გადამამუშავებელი მოწყობილობის გაწმენდისთვის.

Exit mobile version