Vau.ge

ყველისა და კარტოფილის ჩხირების ეს რეცეპტი ახალ კარტოფილს საერთოდ დაგავიწყებთ

ამ რეცეპტისთვის საჭირო ინგრედიენტებია:

  • 5 ცალი კარტოფილი
  • 2 კბილი ნიორი
  • 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში
  • 1/2 ჭიქა გახეხილი პარმეზანი
  • 1 ცალი კვერცხი
  • პილპილი და მარილი
  • 12 ცალი მოცარელას ან სულგუნის ჩხირი
  • ზეთი
ამოსავლების მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
  • 1 ჭიქა ფქვილი
  • 3 ცალი კვერცხი
  • 1 ჭიქა საფანელი
მოსამზადებელი პროცესისთვის პირველ რიგში უნდა გაამზადოთ მარილწყალში მოხარშული გაფცქვნილი კარტოფილი. გადაწურეთ იგი და გააკეთეთ მისგან პიურე. დაამატეთ პიურეს წვრილად დაჭრილი ან გატარებული ნიორი და წმინდად დაჭრილი ოხრახუში, შემდეგ კი შეურიეთ გახეხილი პარმეზანი და 1 მოზრილი კვერცხი. ასევე მოაყარეთ მარილი და პილპილი გემოვნებით და შემდეგ კარგად მოურიეთ. მიღებული პიურეს ნარევისგან გააკეთეთ გუნდები და გაახვიეთ მათში ყველის ჩხირები. მიღებული ფორმები უნდა ამოავლოთ ჯერ ფქვილში, შემდეგ კი ათქვეფილ კვერცხში და საბოლოოდ საფანელში. ეს პროდუქტი უნდა შეიწვას ღრმა ტაფაში ბევრი ზეთის დახმარებით. მომზადების შემდეგ სჯობს გადაიტანოთ შემწვარი ჩხირები ცხაურაზე ზედმეტი ცხიმისგან დასაცლელად. შეუხამეთ სასურველ სოუსს და მიირთვით გემრიელად.
Exit mobile version