Vau.ge

როგორ მოვიშოროთ თვალების კუთხეებში გაჩენილი ნაოჭები? ყველაზე სწრაფი მეთოდები

თვალების კუთხეებში ნაოჭები ქალბატონების ძალიან ხშირი პრობლემაა ამის მოსაგვარებლად კი შეგიძლიათ ამ რამდენიმე მეთოდს მიმართოთ.

წყალი

დღეში 2 ლ. წყალი დალიეთ. ეს მეთოდი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია, რადგან ორგანიზმში არსებული სითხე კანს გამოშრობისგან იცავს და ნაოჭებიც აღარ ჩნდება.

რძე

თვალებზე ცივი რძე ბამბის დახმარებით 20 წუთით დაიფინეთ. ეს თქვენს კანს გამოკვებავს.

ქოქოსის კარაქი

ქოქოსის კარაქი დაძინებამდე თვალების გარშემო წაისვით. ეს ხელს უშლის ნაოჭების წარმოქმნას და კანის გამოშრობას.

ალოე

ალოე სავსეა ვიტამინით E, ეს კი კანისთვის იდეალურია. გირჩევთ ალოეს წვენი ხშირად წაისვათ თვალების გარშემო.

კიტრი

კიტრის ნაჭრები თვალებზე დაიფინეთ. ეს კანის კვებას ხელს შეუწყობს და აღარ გამოშრება.

კვერცხის ცილა

კვერცხის ცილა თვალების გარშემო წაისვით, გაშრობის შემდეგ კი ცოტა ხანში ცივი წყლით დაიბანეთ.

Exit mobile version