Vau.ge

ყინულის კუბების სასარგებლო გამოყენება – თქვენი კანის ეფექტური დამხმარე! გაიგეთ მეტი…

ყინულის კუბების სასარგებლო გამოყენება – თქვენი კანის ეფექტური დამხმარე! გაიგეთ მეტი…

ყინულის კუბების გამოყენება უაზმრავი სასარგებლო მიზნით შეიძლება, გარდა იმისა, რომ იდეალურია დაჟეჟილობისა და შეშუპების საწინააღმდეგოდ, ეს პატარა კუბები თქვენს კანზეც შესანიშნავად იზრუნებს. ყურადღებით გაეცანით ინფორმაციას და მოუარეთ საკუთარ თავს ყველაზე ხელმისაწვდომი საშუალებით!

მბზინვარე კანი

სახის კანზე ყინულის კუბის უბრალო გადასმით თქვენი კანი გახდება ბევრად უფრო ჯანსაღი და მბზინვარე. ეს თერაპია აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას.

ჩაშავებული უპეები

ჩაშავებული უპეები ძირითადად სტრესით და ცუდი ძილით არის გამოწვეული, ის სახეს დაღლილ იერს აძლევს , ეს კი არც ერთ ქალს არ ხდის მომხიბვლელს. ყინულის კუბი მოგიგვარებთ ამ პრობლემას, წყლის ნაცვლად შეგიძლიათ ვარდის წყალი ან კიტრის წვენიც გაყინოთ.

აკნე

ყინულის კუბების თერაპიის ერთ-ერთი დადებითი თვისება სწორედ ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაა. ის მოგაშორებთ სიწითლეს და ტკივილს.

ცხიმიანი კანი

ყინულის კუბები ამცირებს ფორებიდან ცხიმის გამოყოფას, ეს იდეალურია კომბინირებული და ცხიმიანი კანის მქონე ადამიანებისთვის. ის ასევე ხურავს ფორებს, რაც აგარიდებთ შავ წერტილებს და აკნეს პრობლემებსაც.

მზისგან მიღებული დამწვრობა და რუჯი

დაზიანებულ არეებზე მოისვით ყინულის კუბები, ის შეგიმცირებთ ტკივილის და წვის შეგრძნებას, აგარიდებთ სიწითლესა და წყლულებს. გარდა ამისა, თუ გადაწყვეთ სახეზე ავტო-რუჯის გამოყენებას, რამდენიმე წუთით ადრე დაიწყეთ ყინულის თერაპია, ის შეკრავს ფორებს და მოამზადებს სახის კანს.

ამცირებს კანის დაბერების ნიშნებს

ნაოჭები არავის სურს, თუმცა ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი გარდაუვალია. ყინულის კუბების გამოყენებით თქვენ შეგიძლიათ გაიხანგრძლოვოთ ახალგაზრდობის პროცესი და კანი გახადოდ მუდამ მიმზიდველი და გლუვი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version