Vau.ge

ყველაზე ეფექტური ნიღბები თვალის კანისთვის – მოამზადეთ მარტივად და მიიღეთ გასაოცარი შედეგი

ყველაზე ეფექტური ნიღბები თვალის კანისთვის - მოამზადეთ მარტივად და მიიღეთ გასაოცარი შედეგი

თვალების ირგვლივ კანი ძალიან ნაზი და მგრძნობიარეა. იმის გამო, რომ ქუთუთოების კანქვეშ თითქმის არ არის კუნთები და ცხიმი, მასზე უფრო ადრე წარმოიქმნება პირველი ნაოჭები და გამოუძინებლობის შემთხვევაში ჩნდება დაღლილობის კვალი. სწორედ ამიტომ სჭირდება თვალების ირგვლივ კანს განსაკუთრებული მოვლა.

დღეს გასწავლით როგორ მოამზადოთ ნიღბები სახლის პირობებში, რომლებიც თვალის კანის მოვლაში დაგეხმარებათ.

კარტოფილის ნიღაბი

ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალება თქვენი თვალების განტვირთვისათვის და კვებისთვის - გააკეთეთ კარტოფილისგან მკვებავი კომპრესი. ამისათვის საჭიროა გახეხოთ ერთი უმი კარტოფილი წვრილ სახეხზე, დაამატეთ დაახლოებით ერთი ჩაის კოვზი რძე და ცოტაოდენი ფქვილი, აურიეთ ყველაფერი ერთგვაროვანი არაჟნის სისქის მასის მიღებამდე. 15 წუთი დაიდეთ თვალების ირგვლივ კანზე, შემდეგ კი თბილ წყალში დასველებული ბამბის დისკით კარგად მოიშორეთ.

კიტრის პატჩები

გახეხეთ კიტრი, შემდეგ კი მისგან წვენი გამოწურეთ. ბამბის დისკი გაჭერით შუაზე, დაასველეთ კიტრის წვენში და თვალების ქვეშ დაიდეთ 20 წუთით. ეს პროცედურა განსაკუთრებით ეფექტურია დილით, რადგან მოგიხსნით შეშუპებას და ჯანსაღ იერს მოგანიჭებთ.

სტაფილოს ნიღაბი

ტაფილო გახეხეთ წვრილ სახეხზე, აურიეთ კვერცხის გულთან და 2 ჩაის კოვზ კრახმალთან ერთად. ნიღაბი უნდა დაიდოთ თვალების ირგვლივ და დაწოლილ მდგომარეობაში უნდა გაიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით ნებისმიერი სახის დამატენიანებელი კრემი.

ჩაის კომპრესი

აიღეთ ნებისმიერი შავი ჩაის პაკეტები, მოათავსეთ თბილ წყალში, გაწურეთ და დაიდეთ თვალებზე რამდენიმე წუთით. ჩაის პაკეტები ძალიან შველის ქუთუთოებიდან გაღიზიანების მოხსნას, ახალისებს მზერას და თვალების ირგვლივ ატენიანებს კანს. ტანინი, რომელსაც შეიცავს ჩაი, შეამცირებს დასიებას და ჩაშავებას.

ბანანის ნიღაბი

1 სუფრის კოვზ დასრესილ ბანანს შეურიეთ ის 1 სუფრის კოვზ გამთბარი ნაღების კარაქი. მიღებული მასა წაისვით თვალების ირგვლივ. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბი ეფექტურია ნაოჭების წინააღმდეგ.

ყველა ამ ნიღბის გამოყენების შემდეგ აუცილებლად წაისვით თვალის კრემი.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

 

Exit mobile version