Vau.ge

იღლიის სიშავე გაწუხებთ? ამ პრობლემას უმი კარტოფილი სამუდამოდ დაგავიწყებთ

იღლიის სიშავე გაწუხებთ? ამ პრობლემას უმი კარტოფილი სამუდამოდ დაგავიწყებთ

იღლია ჩვენი სხეულის ერთ–ერთი ინტიმური ადგილია, რომელსაც განსაკუთრებული ჰიგიენური მოვლა ჭირდება. თუმცა მიუხედავად მასზე გამუდმებული ზრუნვისა, ხშირად კარგავს სიგლუვეს და შავდება, რაც კანის თვისებებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე ხდება. ვისაც გაქვთ აღნიშნული პრობლემა, ადვილი წარმოსადგენია რაოდენ დამტანჯველია ზაფხულობით ხელები ყოველთვის კონტროლის ქვეშ იქონიოთ, რადგან შავმა იღლიამ არ გამოანათოს და უხერხულობა არ გაგრძნობინოთ.

შეიძლება უჩვეულოდ და უცნაურად ჟღერდეს, თუმცა უმი კარტოფილი ნამდვილად უწყობს ხელს იღლიის მიდამოზე არსებული გამუქებული კანის სათუთ ზედაპირს გათეთრებაში. საქმე კი მხოლოდ იმაშია, რომ გარდა იმისა, რომ კარტოფილის შემადგენლობაშია ფოსფორი, კალიუმი, ვიტამინი C, რომლებიც სასარგებლოა კუჭის წყლულოვანი დაავადებების, ართრიტის, ათეროსკლეროზის, თირკმლისა და გულის უკმარისობის დროს, ასევე უმი კარტოფილის შემადგენლობაში მყოფი ფერმენტი კატელაზა უკარგავს კანს გამუქებულ ფერს (აღიავებს) ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.

როგორ გავითეთროდ გაშავებული იღლია უმი კარტოფილით?

აიღეთ ერთი საშუალო კარტოფილი, გარეცხეთ, გახეხეთ სახეხზე და შეიზილეთ იღლიაში, სავალდებულოა გაიჩეროთ ნახევარი საათით ანუ სრულ გამოშრობამდე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ წყლით. რამოდენიმე პროცედურის შემდეგ სასურველი შედეგი თვალნათელი გახდება


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version