Vau.ge

აი ასე შეგიძლიათ მოიშოროთ სახიდან არასასურველი თმა. უძველესი მეთოდი

აი ასე შეგიძლიათ მოიშოროთ სახიდან არასასურველი თმა. უძველესი მეთოდი

სახეზე თმა არა მხოლოდ მამაკაცებს აქვთ. ბევრი ქალი იტანჯება ამ პრობლემით და უამრავ მეთოდს მიმართავს არასასურველი თმის მოსაცილებლად – სპეციალური კრემები იქნება ეს თუ სხვადასხვა სახის ეპილაცია.

ყველა მათგანს მოაქვს შედეგი, თუმცა არა სამუდამო. ამ საკითხში ყველაზე მეტად აღმოსავლეთის ქალებს “გაუმართლათ”. გენეტიკურად ეს არაესთეტიკური დეტალი მათ სისხლში აქვთ. არსებობს უძველესი რეცეპტი, რომელსაც ლამაზმანებმა საუკუნეების წინ მიაგნეს, შემდეგ კი რატომღაც მიივიწყეს. ეს არის უმტკივნეულო, ბუნებრივი და აბსოლუტურად უვნებელი საშუალება. ასე რომ, ღირს ცდად.

ნიღბისთვის, რომელიც მოგაშორებთ სახეზე ზედმეტ თმას, დაგჭირდებათ:

2 სუფრის კოვზი თაფლი;
1 სუფრის კოვზი შვრიის დაფქული ფანტელი;
1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი.

მომზადების წესი: დაფქვით შვრიის ფანტელი ყავის საფქვავში წმინდად. შეურით დანარჩენი ინგრედიენტები ისე, რომ მიიღოთ ფაფა. მიღებული მასა დაიდეთ იმ ადგილებზე, სადაც გსურთ ზედმეტი თმის მოშორება და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 3-ჯერ, ერთ თვეში სახეზე თმა გაგიქრებათ!

ეფექტი მართლაც საოცარი აქვს. ამასთან, გარდა ზედმეტი თმის მოცილებისა, ეს ნიღაბი შეუდარებელია სახის კანისთვის.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version