ეს შოკოლადის ნაღებია და არ უნდა ჭამოთ, ის სახეზე უნდა წაისვათ.. ნაოჭები განადგურებულია!
ტკბილეული ხშირად ზედმეტი წონის პრობლემას ქმნის, მაგრამ, თუ არ გინდათ გასუქდეთ, ტკბილეული კი არ შეჭამოთ… სახეზე წაისვით. შოკოლადი, ნაღები, რძე, თაფლი და შაქრის ფხვნილიც კი თქვენს კანს სიმკვრივესა და სინაზეს შემატებს.
გაიწმინდეთ სახე რძით
სახე რძეში ან მცენარეულ ზეთში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ, შემდეგ რძით დაიბანეთ: შეგიძლიათ, რძე თასში ჩაასხათ და მასში მორიგეობით ჩაყოთ სახის ჯერ ერთი მხარე, შემდეგ მეორე, შემდეგ შუბლი და ნიკაპი. პროცედურის შემდეგ სახე მშრალი ბამბის ტამპონით გაიშრეთ.
ნაღების მკვებავი ნიღაბი
1/2 ჭიქა ნაღები ათქვიფეთ და შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ფქვილი. მიღებული მასა სახესა და დეკოლტეს მიდამოზე წაისვით. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ. კანი ნიღაბს სწრაფად შეიწოვს და უფრო მკვრივიც გახდება.
შაქარი კანს წმენდს
ერთი პაკეტი ნაღები და 5 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი აურიეთ და მაშინვე წაისვით სახეზე, თან მსუბუქი მასაჟიც გაიკეთეთ და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შოკოლადის მკვებავი ნიღაბი მშრალი კანისთვის
კარგად აურიეთ ერთი კვერცხის გული, ერთი სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი გამდნარი შოკოლადი, შეგიძლიათ – ნახევარი ჩაის კოვზი ზეთიც, დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ადუღებული წყალი. მიღებული მასა სახეზე წაისვით და 15-20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.