Vau.ge

შემწვარი სოკო ბრინჯის გარნირით – საიდუმლო რეცეპტი ცნობილი შეფ-მზარეულისგან

 

საჭირო ინგრედიენტებია:

  • ხის სოკო - 250 გ
  • ზეთი და კარაქი - შესაწვავად
  • თეთრი , ნახევრად მშრალი ღვინო - 20 მგ
  • თერმულად დამუშავებული პომიდორი - 100 გ
  • წითელი ხახვი
  • ქინძი
  • მწვანე წიწაკა
  • ნიახური
  • შავი ბრინჯი
  • სოიოს სოუსი
  • შემწვარი ხბოს ხორცი - 150 გ
  • პამიდორი ჩერი - 60 გ

მომზადების ინსტრუქცია ასეთია:

ცხელ ტაფაში ჩაყარეთ ხის სოკო და შებრაწეთ ცოტაოდენ ქარაკში და ზეთში. შემდეგ თეთრ ნახევრად მშრალ ღვინოს დაუმატეთ თერმულად დამუშავებული და კანგაცლილი პომიდორი, ასევე ნიახურის ფოთლები და მწვანე წიწაკაც. სოკო ტაფიდან გადაიტანეთ თეფშზე, სადაც უნდა შეურიოთ მოხარშულ შავ ბრინჯს, რომელსაც უნდა დაუმატოთ სოიოს სოუსი და ქინძი. შემწვარი ხბოც ხორცი აურიეთ პომიდვრის სოუსში, დაუმატეთ თეთრი ღვინო და პომიდორი ჩერი, შემდეგ კი შეწვით ზეთსა და კარაქში. ამის შემდეგ შეურიეთ მას წითელი ხახვი და გათლილი პომიდორი დაღერღილ წიწაკასთან ერთად, ასევე გემოვნებით ჩაუმატეთ ნიახური და ქინძიც.

 

Exit mobile version