Vau.ge

მოიშორეთ სახიდან არასასურველი თმა სახლის პირობებში. იაფი და ეფექტური მეთოდები

მოიშორეთ სახიდან არასასურველი თმა სახლის პირობებში. იაფი და ეფექტური მეთოდები

 

სახიდან ზედმეტი თმის მოცილება გაცილებით რთული პროცესია, ვიდრე სხეულიდან. ეს განსაკუთრებით მგრძნობიარე ზონაა, სადაც ჩვეულებრივმა, სხეულიდან თმის მოსაცილებელმა საშუალებებმა შესაძლოა გამოიწვიონ სახეზე ლაქებისა და ტალების გაჩენა, დამწვრობა და შრამებიც კი.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და შესაძლოა აქ მოყვანილმა საშუალებებმა ყველას ვერ მოუგვაროს სახეზე ზედმეტი თმის პრობლემა, ვფიქრობთ, რომ ცდად მაინც ღირს. მითუმეტეს, რომ ბევრი ეს მეთოდი დროში გამოცდილი და შემოწმებულია.

რივანოლი- აიღეთ 0.1%-იანი რივანოლის ხსნარი (კონცენტრაცია 1:1000) (შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში) და ფრთხილად წაისვით იმ ადგილებში, სადაც გაქვთ არასასურველი თმა (ტუჩების ზემოთ, ლოყებზე, საფეთქლებზე). ყოველდღიურად რივანოლის გამოყენება ასუსტებს და ანადგურებს თმის ძირებს, ხოლო რეგულარული გამოყენება ზედმეტ თმას საერთოდ აქრობს.

წყალბადის ზეჟანგი- აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სახეზე არსებული თმის გასაღიავებლად და დასასუსტებლად ძალიან ეფექტურია წყალბადის ზეჟანგის რეგულარული გამოყენება (მისი შეძენა თავისუფლად არის შესაძლებელი აფთიაქებში).

მწვანე ყურძნის წვენი- აღიარებულია, რომ მწვანე, დაუმწიფებელი ყურძნის წვენის რეგულარული გამოყენება ანთავისუფლებს კანს არასასურველი თმისგან. უბრალოდ, საჭიროა მხოლოდ წვენის გამოწურვა მწვანე ყურძნის მარცვლებისგან და წაისვათ კანის ზედმეტად თმიან მონაკვეთებზე. მწვანე ყურძნის წვენის გამოყენება შესაძლებელია მაღალი მგრძნობელობის ადგილებში და სახეზეც კი. მიიჩნევა, რომ იგი ეფექტურია ფსორიაზით დაავადებული კანის სამკურნალოდაც.

ყვითელი ოსპი+უმი კარტოფილი- აიღეთ ერთი ჭიქა უმი კარტოფილი, ერთი ჭიქა ყვითელი ოსპი, ერთი ჭიქა თაფლი და 4 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი. დატოვეთ ოსპი წყალი ჩამბალი მთელი ღამის განმავლობაში, დილით გაქენით იგი ისე, რომ მიიღოთ ერთფეროვანი მასა, ჩაუმატეთ კარტოფილისგან გამწურული წვენი, თაფლი და ლიმონის წვენი, შემდეგ კი ყველაფერი კარგად აურიეთ.

მიღებული მასა წაისვით პრობლემურ, ზემეტად თმიან ადგილებში. გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში რათა კარგად გაშრეს, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. (ამ რეცეპტის გამოყენება შეძლება როგორც სახეზე, ასევე სხეულზე).


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version