თუ თვალების ირგვლივ სიშავეები და შეშუპება გაწუხებთ, ეს 7 რჩევა თქვენთვისაა!
ამოსიებული თვალები არაესთეტიკურად გამოიყურება და მრავალ ქალს სარკეში ჩახედვის სურვილს უკარგავს. თუმცა, ჩვენ გასწავლით მარტივ რჩევებს, რომლებიც ამ უსიამოვნო დეფექტისგან გიხსნით.
კიტრი- მაცივრიდან აღებული კიტრი რგოლებად დაჭერით და დახუჭულ თვალებზე 15 წუთით დაიდეთ. ამ მეთოდით ჩვენი ბებიებიც ხელმძღვანელობდნენ და მას ჯერაც არ დაუკარგავს პოპულარობა.
კარტოფილი- პირველი მეთოდის მსგავსია. გარეცხილი, ცივი კარტოფილი გაგათავისუფლებთ შესიებული თვალებისგან. კარტოფილი მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ, დილით რგოლებად დაჭერით და 5-10 წუთით თვალებზე დაიდეთ. დროის გასვლის შემდეგ თვალები აკურატულად დაიბანეთ.
რძე- ცივ რძეში დასველებული სუფთა ნაჭერი (უმჯობესია, ბინტი) 20-30 წუთით თვალებზე დაიდეთ.
ერთჯერადი ჩაის პაკეტი- დაასველეთ ჩაის ორი პაკეტი თბილ წყალში, შემდეგ 5-10 წუთით მაცივარში გააჩერეთ და გრილი თვალებზე 20-30 წუთით დაიდეთ. უკეთესია, თუ მწვანე ან გვირილის ჩაის პაკეტებს გამოიყენებთ.
კვერცხის ცილა- ცოტაოდენი კვერცხის ცილა ათქვიფეთ და შესიებულ ადგილებზე ფუნჯით წაისვით. დააცადეთ გაშრობა და 20 წუთის შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
ყინული- ამ მეთოდით მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა ისარგებლოთ, თუ ტომრების მოშორება უსწრაფესად გსურთ. წრიული მოძრაობებით ყინული თვალის გარშემო 5 წუთის განმავლობაში უნდა წაისვათ. თუმცა, თუ სურდო გაქვთ ან ადვილად ცივდებით, უმჯობესია, ეს მეთოდი ზემოჩამოთვლილებიდან ერთ-ერთით ჩაანაცვლოთ.
დამატებითი რჩევები
იმისათვის, რომ თვალის უპეების შესიებას სამუდამოდ დაემშვიდობოთ, ნაკლები უყურეთ კომპიუტერისა და ტელევიზორის ეკრანს და მეტი იძინეთ.
თვალის შესიება შეიძლება ორგანიზმში “კა” და “ბე 12” ვიტამინის ნაკლებობის ბრალიც იყოს. ამიტომ გადადით ჯანსაღი კვების რეჟიმზე, გაამდიდრეთ რაციონი მწვანილითა და ხილით. შეამცირეთ მარილის რაოდენობა.
სასურველია, დღის განმავლობაში სვათ ბევრი წყალი, მაგრამ არა ძილის წინ.
თვალის ქვეშ ტომრების გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება სიგარეტიც იყოს. ამიტომ გირჩევთ, მოწევას თავი დაანებოთ.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.