Vau.ge

3 ნიღაბი აქტივირებული ნახშირის გამოყენებით. ნაცნობი პროდუქტის უცნობი თვისებები

3 ნიღაბი აქტივირებული ნახშირის გამოყენებით. ნაცნობი პროდუქტის უცნობი თვისებები

აქტივირებულ ნახშირს კუჭის და ნაწლავების გაწმენდისთვის ძალიან ბევრი იყენებს. ის მშვენიერი სორბენტია, რომელიც ორგანიზმს ტოქსინებისგან ათავისუფლებს. თუმცა ნახშირი ასევე გამოიყენება, როგორც სახის კანის მოვლის ერთ– ერთი საშუალება. ნიღაბს მისი გამოყენებით ბევრი იყენებს. ის ხომ ძალიან ეფექტურად ასუფთავებს კანს, მას უფრო მოვლილს და გლუვს ხდის.

აქტივირებული ნახშირის ნიღაბის გაკეთება 2 კვირის განმავლობაში 2–3 დღეში ერთხელაა რეკომენდირებული.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის

თქვენ დაგჭირდებათ: 1 ჩ/კ ჟელატინი, აქტივირებული ნახშირის 1 აბი, 2 ჩ/კ რძე ან წყალი

მომზადების წესი: აურიეთ ერთმანეთს ჟელატინი და ნახშირის დაქუცმაცებული აბი. მიღებულ მასას დაუმატეთ რძე, ან წყალი. ჯამი ამ ნარევით 15–17 წამით მიკროტალღურ ღუმელში ჩადეთ. აცადეთ გაციება. წაისვით მასა კანის დეფექტებზე და 15 წუთში ჩამოიბანეთ.

ნიღაბი კანის ყველა ტიპისთვის

თქვენ დაგჭირდებათ: 1 ჩ/კ აქტივირებული ნახშირი, 1 ჩ/კ ალოე ვერას გელი ან წვენი, 1 ჩ/კ წყალი, 3 წვეთი ჩაის ხის ზეთი, 1 მწიკვი მარილი

მომზადების წესი: აიერიეთ ერთმანეთს ყველა ინგრედიენტი და კანზე თხელი ფენით წაისვით. დაელოდეთ სანამ ნიღაბი გაშრება და ჩამოიბანეთ.

ნიღაბი– სკრაბი

თქვენ დაგჭირდებათ: აქტივირებული ნახშირის 2 აბი, ½ ჩ/კ წყალი, 1,5 ჩ/კ ალოე ვერას წვენი, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ შაქარი

მომზადების წესი: აბებს რამდენიმე წუთით წყალი დაასხით. შემდეგ სხვა კომპონენტები დაუმატეთ და კარგად აურიეთ. წაისვით კანზე 30 წუთით. გაიკეთეთ მასაჟი და სკრაბი წყლით ჩამოიბანეთ.

აქტივირებული ნახშირის ნიღაბი აშრობს გამონაყარს, აქრობს შავ წერტილებს და კანს უფრო ელასტიურს ხდის.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version