Vau.ge

დაიდეთ კარტოფილი კანზე და ნახეთ რა დაემართება ნაოჭებს და გამონაყარს.

დაიდეთ კარტოფილი კანზე და ნახეთ რა დაემართება ნაოჭებს და გამონაყარს.

კარტოფილით მომზადებული კერძები ყველას ძალიან უყვარს და ეს პროდუქტი თითქმის ყოველთვის გვხვდება ჩვენს სამზარეულოში, მაგრამ ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ. ის საოცრად ეფექტურია თქვენი კანისთვის, ჩვენ სწორედ კარტოფილის ამ დანიშნულებით გამოყენებაზე მოგიყვებით.

კარტოფილი თქვენი კანისთის

უმი კარტოფილი შეიცავს რამდენიმე საკვებ ნივთიერებას, მიკროელემენტებსა და ვიტამინებს, რომლებიც ეხმარება კანს.

ვიტამინი A: აფერხებს ნაოჭების გაჩენას

ვიტამინი B: აუმჯობესებს კანის ფერს. ამ ჯგუფის ვიტამინების დეფიციტს შეუძია გამოიწვიოს აკნე, ნაოჭები და ეგზემაც კი.

ვიტამინი C: საუკეთესო ვიტამინი თქვენი კანისთვის, ეს ვიტამინი ეხმარება კანს აღადგინოს დაზიანება და შეანელოს დაბერების პროცესი.

რკინა: რკინის ნაკლებობას შეუძლია გამოიწვიოს კანის ფერის სიმკრთალე. ამ დროს თქვენი კანი დასუსტებულად გამოიყურება.

ფოსფორი: აღადგენს სახის კანის ქსოვილებს.

კალციუმი: არეგულირებს დატენიანების პროცესს, ეხმარება ახალი უჯრედების ჩამოყალიბებას და ამცირებს გაღიზიანებას.

სასარგებლო თვისებები

კარტოფილის გამოყენებთ მოიშორებთ ჩაშავებულ უპეებს, გამონაყარს,ნაოჭებს. ასევე დაგეხმარებათ მზისგან დამწვრობის დროს და შეგიმცირებთ შეშუპებას. ის საუკეთესო საშუალებაა კანის დაბერების პროცესის შესაფერხებლად და ხელს უწყობს ჰიდრატაციის პროცესს.
ამ ყველაფრის გარდა, კარტოფილი თმისთვისაც შეგიძლიათ გამოიყენოთ! კარტოფილის წვენისა და თაფლის ნარევით თქვენ დაიცავთ თმას დაზიანებისგან, დაეხმარებით სწრაფად ზრდაში და შეამცირებთ თმის ცვენას .


როგორ გამოვიყენოთ კარტოფილი

ეს ძალიან მარტივია. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ უმი კარტოფილის წვენი და წაისვათ ის პრობლემურ არეებზე. შეგიძიათ დაჭრათ კარტოფილი და დაიდოთ თვალებზე, ან მის ქვეშ – ჩაშავებული უპეების შემთხვევაში. ნაოჭების საწინააღმდეგოდ უმჯობესია კარტოფილის წვენის მთელ სახეზე წასმა.

შეგიძლიათ გახეხოთ უმი კარტოფილი და დაიდოთ სახეზე. გამონაყარის შემთხვევაში კარტოფილი გაწურეთ და ყოველდღიურად გამოიყენეთ კანის გასაწმენდად.

მზისგან დამწვრობის დროს, ფრთხილად დაიდეტ კარტოფილის ნაჭერი თქვენს კანზე.

კარტოფილისგან შეგიძლიათ მოამზადოთ ნიღაბიც, ამისთვის უნდა გაატაროთ ან წვრილად გახეხოთ ის, რათა მიიღოთ ფაფისებური მასა. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 20 წუთი.

გახსოვდეთ, ყოველთვის გამოიყენეთ ორგანული კარტოფილი და არა ხელოვნური სასუქებით მოყვანილი!

როგორც ხედავთ, კარტოფილს უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია, ამიტომ ეცადეთ მაქსიმალურად გამოიყენოთ ეს ბუნებრივი პროდუქტი სილამაზისა და ჯანმრთელობისთვის.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version