Vau.ge

“ამ რეცეპტმა თითქმის გაუქრო დედაჩემს ნაოჭები” – მკითხველის სასწაულმოქმედი მეთოდი!

“ამ რეცეპტმა თითქმის გაუქრო დედაჩემს ნაოჭები” – მკითხველის სასწაულმოქმედი მეთოდი!

დაბერების პროცესის შეჩერება არავის შეუძლია, მაგრამ შესაძლებელია იმის გაკეთება, რომ ზოგიერთი ასაკობრივი ცვლილება ნაკლებშესამჩნევი გახდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზარზე უამრავი ნაოჭსაწინააღმდეგო საშუალებაა, ბევრი ქალი მაინც ხალხურ მეთოდებს ანიჭებს უპირატესობას.

გთავაზობთ რამდენიმე ყველაზე პოპულარულ შინაურ საშუალებას ნაოჭების საწინააღმდეგოდ. მათი რეგულარულად გამოყენების შემთხვევაში, რამდენიმე წელი მოგაკლდებათ.

ნიღაბი თვალის ირგვლივ ნაოჭებისთვის

დაალბეთ გამდნარ კარაქში თეთრი პურის გული და თანაბრად გაინაწილეთ თვალების ირგვლივ. მოერიდეთ თვალში მოხვედრას. 35-40 წუთში კარგად ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნიღბის გაკეთება რეკომენდებულია კვირაში ორჯერ.

კრემი თვალის ირგვლივ ნაოჭებისთვის

ორ ჩაის კოვზ კალენდულასა და ერთ ჩაის კოვზ გვირილას დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი. 25-30 წუთში გაწურეთ, შემდეგ დაუმატეთ ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. ეს კრემი ყოველ ღამე, ძილის წინ წაისვით თვალის ირგვლივ. დაიმახსოვრეთ, რომ შინაური კრემი ინახება მაცივარში არაუმეტეს 4 დღისა.

შუბლზე ნაოჭების საწინააღმდეგო ნიღაბი

ბევრი კოსმეტოლოგი გვირჩევს საფუვრის ნიღბის მომზადებას, რადგან მასში დიდი რაოდენობით არის ვიტამინი B, რაც შესანიშნავი მატონიზირებელი საშუალებაა და ასწორებს ნაოჭებს. საფუვრის ფხვნილი გახსენით ცოტაოდენ რძეში. დაიდეთ ეს ნიღაბი კვირაში სამჯერ ნახევარი საათით, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სახის გამაახალგაზრდავებელი შესანიშნავი ნიღაბი

შეურიეთ ერთი კვერცხის გულს ერთი ჩაის კოვზი ლიმონის წვენი, გააჯერეთ ამ მასით სუფთა მარლა და დაიდეთ სახეზე. ზემოდან დაიფინეთ ორთქლზე გამთბარი პირსახოცი. 10 წუთში მოიხსენით ნიღაბი და ჩამოიბანეთ თბილი რძით. პროცედურის ბოლოს წაისვით კრემი.

ეს ნიღბები და კრემები დაგეხმარებათ ღრმა ნაოჭებისგან გათავისუფლებაში, მაგრამ თუ არასწორ ცხოვრების წესს მისდევთ, ვერანაირი კოსმეტოლოგიური საშუალება ვერ დაგეხმარებათ. დაანებეთ თავი მავნე ჩვევებს, სვით მეტი სუფთა წყალი, არ გაირუჯოთ არასწორად და ეცადეთ, თავიდან აიცილოთ სტრესები. მთავარია, ხშირად გაიღიმოთ.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version