Vau.ge

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი სილამაზის შესანარჩუნებლად? რჩევები მანდილოსნებს

როგორ გამოვიყენოთ ზეითუნის ზეთი სილამაზის შესანარჩუნებლად? რჩევები მანდილოსნებს

ზეითუნის ზეთი, ჩვეულებრივ კულინარიულ ინგრედიენტზე ბევრად მეტია. ის ერთ-ერთი იმ პროდუქთაგანია, რომელსაც სილამაზის ინდუსტრიაში აქტიურად იყენებენ. ზეითუნის ზეთს თავის მოვლაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს, რადგან მისი გამოყენება ბევრი დანიშნულებით შეიძლება.

თმის მოვლა

ზეითუნის ზეთს თმის მოვლისა და მკურნალობის დანიშნულება ძველმა ეგვიპტელებმა მიანიჭეს. შეიძლება ითქვას, რომ ზეითუნის ზეთის გამოყენება თმის სილამაზისა და სიჯანსაღისთვის უძველესი და ყველაზე ეფეტური მეთოდია. პროცედურა საკმაოდ მარტივია: შეათბეთ ზეითუნის ზეთი წყლის ორთქლზე, წაისვით მთლიან თმაზე და გაიჩერეთ 1 საათით. ჩამოიბანეთ კარგად. თუ ამ პროცედურას კვირაში ერთხელ გაიკეთებთ, თქვენი თმა ჯანსაღი და მბზინვარე გახდება.

მაკიაჟის მოშორება

რატომ არის ზეითუნის ზეთი საუკეთესო საშუალება მაკიაჟის მოსაშორებლად? პირველ რიგში, ის არის ნატურალური პროდუქტი, რომელიც არ შეიცავს ალკოჰოლს, პარფიუმს და სხვა მავნე ნივთიერებებს, კანზე დატანისას ის ადნობს ტონალურს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს და ასე მათ მოშორებას უფრო მარტივს ხდის. და რაც ყველაზე მთავარია, ნაცვლად კანის გამოშრობისა, ის კანს უფრო ატენიანებს და გლუვს ხდის.

დახეთქილი ქუსლების მოვლა

უბრალოდ ყოველ საღამოს შეიზილეთ ზეითუნის ზეთი ქუსლებზე და შედეგს საკუთარი თვალით ნახავთ.

ტუჩების მოვლა

ისევე როგორც დახეთქილ ქუსლებს, ზეითუნის ზეთი დახეთქილ და გამომშრალ ტუჩებსაც შველის. შეგიძლიათ გააკეთოთ სკრაბი: 1 ჩაის კოვზი შაქარი და ზეითუნის ზეთი აურიეთ ერთმანეთში და ტუჩები კარგად დაისკრაბეთ, ან უბრალოდ წაისვით ზეითუნის ზეთი ყოველ საღამოს ტუჩებზე. ხოლო, თუ ორივე პროცედურას ერთად ჩაიტარებთ, საუკეთესო შედეგს მიიღებთ.

ვარიკოზული ვენების მკურნალობა

ზეითუნის ზეთი ისეთ სერიოზულ პრობლემებსაც უმკლავდება, როგორიც ვარიკოზული ვენებია. ყოველ დილას და საღამოს, შეიზილეთ ზეითუნის ზეთი პრობლემურ ადგილებში მასაჟისებური მოძრაობით და დაიტოვეთ კანზე. დაახლოებით 1 თვეში შედეგი სახეზე იქნება.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version