Vau.ge

ზეითუნის ზეთი- სილამაზის ელექსირი!

ზეითუნის ზეთი- სილამაზის ელექსირი!

კოსმეტოლოგიაში ზეითუნის ზეთს იყენებენ საპნების, კოსმეტიკური საშუალებების წარმოებაში. ზეითუნის ზეთი ხელს უწყობს კანის რეგენერაციას, ამიტომ მას იყენებენ პრობლემურ ადგილებში სტრიების შესამცირებლად.

ზეითუნის ზეთი იცავს კანს აგრესიული გარემო ფაქტორებისგან - სიცივისგან, ქარისგან, მშრალი ჰაერისგან. ცივ სეზონზე ის შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დამცავი ტუჩსაცხი და კრემი ქერცლიანი კანისთვის.

გთავაზობთ რეცეფტებს:

1. აბრეშუმივით პრიალა კანისთვის: 400 გრ ვარდის ფურცლებს შეურიეთ 0,5 ლიტრი ზეითუნის ზეთი, გააჩერეთ 1 კვირა, გაწურეთ. გამოიყენეთ ეს ზეთი მაკიაჟის მოსაშორებლად, ან კანის დასატენიანებლად.

2. მშრალი კანისთვის: 1 ჩ/კ პიტნა, 1 ჩ/კ თაფლი, 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთი გადაურიეთ. დაიტანეთ სუფთა სახეზე 10 წუთი და ჩამოიბანეთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში 2-ჯერ და საოცარ შედეგს მიიღებთ.

3. ცხიმიანი კანისთვის: შეურიეთ 50 გრამი გახეხილი კომბოსტოს ფოთლები 2 სუფრის კოვზ ზეითუნის ზეთს, წაისვით და გაიჩერეთ 15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ. ეს ნიღაბიც შეგიძლიათ კვირაში ორჯერ გამოიყენოთ.

4. კანის დასარბილებლად: მოამზადეთ კრემი ავოკადოსგან და ზეითუნის ზეთისგან. გაიჩერეთ 15 წუთი და ჩამოიბანეთ.

5. მგრძნობიარე კანისთვის დამამშვიდებელი ნიღაბი: ნახევარი ბანანი შეურიეთ ნახევარ წვრილად დაჭრილ კიტრს, დაუმატეთ 2 ს/კ ზეითუნის ზეთი და სახეზე წაისვით, ნიღაბი 30 წუთის განმავლობაში გაიჩერეთ.

6. თმის ნიღაბი: 3 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 1 კვერცხის გული და 1 ს.კ. თაფლი შეურიეთ ერთმანეთს, წაისვით მშრალ და დასაბან თმაზე. ჩამოიცვით ქუდი ან ცელოფანი, შემოიხვიეთ პირსახოცი და დაიტოვეთ ერთი საათი. შემდეგ თმა შამპუნით დაიბანეთ.

7. სკრაბი ტანისთვის და სახისთვის: 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 4 ს.კ. შაქარი, 2 ს.კ. და ფქული ყავა, ნებისმიერი ეთერზეთის 2 წვეთი შეურიეთ ერთმანეთს. გამოიყენეთ სკრაბი შხაპის მიღების დროს, შეიზილეთ კანში მსუბუქი, წრიული მოძრაობებით. ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

8. დამსკდარი ქუსლებისთვის: წაისვით ზეთი ტერფებზე ყოველ საღამოს, ძილის წინ. ზემოდან კი თხელი ბამბის წინდები ჩაიცვით. 1 კვირის შემდეგ თქვენ სალონურ ეფექტს მიიღებთ.

9. ნიღაბი ხელებისთვის: აიღეთ 1 ბანანი და 1 ს.კ. ზეითუნის ზეთი. ბანანი ჩაჭყლიტეთ ფაფისებურად, შეურიეთ მას ზეითუნის ზეთი. შეათბეთ ოდნავ წყლის აბაზანაზე და წაისვით ხელებზე 20 წუთით. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით დამატენიანებელი კრემი.

Exit mobile version