Vau.ge

ასე შეძლებთ მოიშოროთ არასასურველი თმა ხალხური მეთოდებით. რეცეპტები გარანტირებული შედეგით!

ასე შეძლებთ მოიშოროთ არასასურველი თმა ხალხური მეთოდებით. რეცეპტები გარანტირებული შედეგით!

თუ სახესა და  სხეულზე გაქვთ არასასურველი თმა და გსურთ მისი მოშორება, ჩვენ გასწავლით რამდენიმე ეფექტურ მეთოდს.

აიღეთ ფიჭვის კაკლის გარსი, ცოტახნით მოადუღეთ ცხელ წყალში და დატოვეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებული ნაზავი წაისვით არასასურველი თმის ზრდის ადგილზე, შემდეგ კი ჩამოიბანეთ დიდი რაოდენობით თბილი წყლით. მოცემული პროცედურა გაიმეორეთ რამდენჯერმე და ცოტა ხანში თქვენ შეამჩნევთ არასასურველი თმის საგრძნობლად კლებას. რამდენიმე კვირის შემდეგ ნახავთ, რომ თმები სრულად გაქრება.

ჭინჭრის თესლი შეაგროვეთ დაახლოებით 400 გრამი, მოხარშეთ ჭურჭელში და დაუმატეთ 100 მლ მზესუმზირის ზეთი. მიღებული ნაზავი დატოვეთ ბნელ ადგილას 2 თვის განმავლობაში. თუ მოცემულ მეთოდს გამოიყენებთ რეგულარულად, მაშინ ზედმეტი თმები 1 თვის შემდეგ სამუდამოდ გაგიქრებათ.

გაავსეთ ცხენის წაბლის ნაყოფით 1 ჭიქა, მოაცალეთ გარსი, დაუმატეთ 600 მლ ადუღებული წყალი და დადგით ცეცხლზე, თან მოურიეთ. იმის შემდეგ, რაც წყალი აორთქლდება, მიღებული მასა გააციეთ და წაისვით სხეულის იმ ნაწილზე, რომელსაც ესაჭიროება ეპილაცია.

აიღეთ 5 გრამი აბუსალათინის ზეთი, დაახლოებით 5 გრამი ნიშადურის სპირტი, 2 გრამი იოდი და 30 გრამი სპირტი. აურიეთ ერთმანეთში და ფრთხილად წაისვით კანზე. მიღებული ნაზავი გაიჩერეთ სასურველ ადგილზე რამდენიმე წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მოსაშორებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც თბილი წყალი, ასევე სველი ხელსახოცი. მოცემული საშუალება საკმაოდ ეფექტურია, მას აქვს დაახლოებით 1 წლიანი ეფექტი, მაგრამ მისი თანმიმდევრული გამოყენების შემთხვევაში (დღეში 2ჯერ) შესაძლებელია მუდმივი ეფექტის მიღება.

ცაცხვის მოქმედების პრინციპი დეპილაციის კრემის მსგავსია. წაისვით კანზე და ცოტა ხნის შემდეგ ამოიღეთ საფხეკით. რეგულარული მკურნალობის დროს თმა უფრო ნელა იზრდება. ზოგი ქალი აღნიშნავს, რომ რამდენიმე მცდელობის შემდეგ თმა მთლიანად ცვდება და საერთოდ წყვეტს ზრდას.

აიღეთ ნაცარი, ფრთხილად გაცერით საცერში, დაასხით მდუღარე წყალი, ჩაახეხეთ საპონი, ისე რომ მიიღოთ პასტის მსგავსი მასა. წაისვით ნარევი კანზე და ჩამოიბანეთ 20 წუთის შემდეგ. ეს ხალხური მეთოდი ძალიან შრომატევადია, მაგრამ შედეგი ღირს.

შეაგროვეთ ნიგვზის ნაჭუჭები, დაწვით, დარჩენილ ნაცარს დაუმატეთ ცოტა წყალი რომ მიიღოთ სქელი პასტის კონსისტენცია. გააჩერეთ 12 საათი და შემდეგ წაისვით თმიან ადგილას.

გამოიყენეთ შემდეგი საშინაო საშუალება სახის თმის მოსაშორებლად. საფუძვლიანად შეურიეთ 35 გრ ალკოჰოლი, 5 გრ აბუსალათინის ზეთი და ამიაკი, 2 გრ იოდი. მიღებული მასა წაისვით თმიან ადგილას დღეში ორჯერ. თმის ძირებიდან ამოღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მის ზრდაზე - ის გამოჩნდება მინიმუმ 2 კვირაში. ეს მეთოდი ძალიან მოსახერხებელია სახლის პირობებში.

შეიძინეთ ცვილის ფირფიტები და გაადნეთ ცეცხლზე. წაისვით სპეციალური ბრტყელი ჯოხით, მას შემდეგ რაც გამაგრდება აიძვრეთ თითებით.


შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Exit mobile version