13 პრობლემა, რომელსაც ვაზელინი მოგიგვარებთ. საუკეთესო დამხმარე ქალებისთვის თავის მოვლის დროს
ბევრ ჩვენგანს სურს ჰქონდეს იაფი და ეფექტური პროდუქტი, რომლის გამოყენება შესაძლებელია თავის მოვლისთვის. ჩვენ გაგაცნობთ ვაზელინის სასარგებლო თვისებებს და როგორ გამოიყენოთ იგი კოსმეტიკური მიზნებისთვის.
1. ავტორუჯის გამოყენებამდე, კანის მშრალ ადგილებზე წაივით ვაზელინი (იდაყვები, მუხლები).
2. ნაზი წმენდა- ვაზელინი შეურიეთ ბუნებრივ ნაწილაკებს (ზღვის მარილი, ყავა, ლერწმის შაქარი) და გამოიყენეთ იგი სხეულის სკრაბად.
3. მუდმივი სუნი: სანამ მაჯასა და კისერზე სუნამოს დაისხამთ, წაისვით ვაზელინი. საქმე იმაშია, რომ ეს პროდუქტი უკეთესად იწოვს და ინარჩუნებს სუნს.
4. ბავშვის კანის მოვლა- გამოიყენეთ საფენების ქვეშ გამონაყარის შესამცირებლად. გამოყენებამდე კარგად დაბანეთ ბავშვი და მშრალ კანზე წაუვით.
5. თვალის ჩრდილის გამოყენებამდე წაისვით ქუთუთოების კანზე ვაზელინი, ამით არამარტო დიდხანს შეინარჩუნებთ მაკიაჟს არამედ უფრო იბრწყინებს.
6. წარბები-თუ ვაზელინს წაისმევთ წარბებზე, წარბის თმას მისცემთ სასურველ მიმართულებას. წარბები ფორმაში დარჩება მთელი დღის განმავლობაში.
7. წამწამები-თუ დაძინებისას წაისვამთ ვაზელინს წამწამებს დაგეხმარებათ მათ დაგრძელებაში.
8. მაკიაჟის მოცილება- გაჟღინთეთ ბამბის დისკი ვაზელინით და მოიცილეთ მაკიაჟი. ვაზელინის რეგულარული გამოყენება აუმჯობესებს კანის მდგომარეობას და აცილებთ ნაადრევ ნაოჭებს.
9. ტუჩები- ვაზელინი, როგორც კოსმეტიკური პომადა, დაგეხმარებათ დაიცათ ტუჩები გახეთქვისგან. თუ ვაზელინს დაუმატებთ მწიკვ დარიჩინს გექნებათ პომადა.
10. თმის ნიღაბი- აიღეთ 1-2 სუფრის კოვზი ვაზელინი, შეურიეთ რამდენიმე წვეთი ზეითუნის ზეთი, წაისვით მთელ სიგრძეზე. ჩამოიბანეთ 1-2 საათის შემდეგ.
11. ზამთარში, როცა კანი შრება, ხშირად ფეხის ქუსლებიც უხეშდება. ეს განსაკუთრებით მტკივნეული შემთხვევაა იმ ქალბატონებისთვის, რომლებსაც უყვართ ქუსლიანი ფეხსაცმელი ან უწევთ მისი ხშირად გამოყენება. ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ისევ და ისევ ვაზელინია. წაისვით უხეშ ადგილებზე ვაზელინი და შედეგს ძალიან მალე იხილავთ.
12. თუ თმას, ძირითადად, სახლის პირობებში იღებავთ, მაშინ გარწმუნებთ, რომ სრულყოფილად თმის შეღებვას, ვაზელინის გარეშე ვერ შეძლებთ. წაისვით ვაზელინი იმ ადგილებში სადაც შეიძლება მოგხვდეთ საღებავი, მაგალითად შუბლზე და კისერზე.
13. კანის გამოშრობასთან ერთად, თქვენი ფრჩხილების ნუნებიც შრება და დატენიანება მათაც სჭირდება. ალბათ, არასოდეს გიფიქრიათ, რომ ნუნები ვაზელინის დახმარებით დაგერბილებინათ და დაგეტენანებინათ. გარწმუნებთ, რომ ამ მეთოდით, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში შეუნარჩუნებთ თქვენს ნუნებს სირბილესა და ტენიანობას.
შემოგვიერთდით ხალხური მედიცინის საჯარო ჯგუფში. მიიღეთ სასარგებლო რჩევები ჯანმრთელობისა და თავის მოვლის შესახებ.
Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.