Vau.ge

როგორ გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი კანისა და თმის სილამაზისთვის? თქვენ გაოცდებით შედეგით!

როგორ გამოვიყენოთ ბრინჯის წყალი კანისა და თმის სილამაზისთვის? თქვენ გაოცდებით შედეგით!

ბრინჯი მთავარი საკვებია ბევრ რეგიონში, განსაკუთრებით აზიის ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი და იაპონია. მისი მარტივი ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, ბრინჯი უამრავი რამისთვის გამო,იყენება ალკოჰოლური სასმელების მომზადებიდან დაწყებული სასუქების წარმოებამდე, რაც გლობალური სამზარეულოს ყველაზე გამორჩეული თვისებაა.

2018 წლის კვლევამ აჩვენა, რომ ბრინჯის წყალი ავლენს ბიოლოგიურ ანტიოქსიდანტურ მოქმედებას და ასევე ელასტაზას ინჰიბიტორულ მოქმედებას. გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ გელის ფორმულა, რომელიც შეიცავს 96% ბრინჯის წყალს, ბიო თავსებადია ადამიანის კანთან და მას აქვს შესაბამისი კოსმეტიკური თვისებები.

აქ მოცემულია ბრინჯის წყლის მომზადების ორი გზა - ადუღებით და დუღილის გარეშე.

მეთოდი 1: გარეცხეთ 1 ჭიქა ბრინჯი სუფთა წყლით. მოხარშეთ ბრინჯი ღია ქვაბში 3 ჭიქა წყლით. ბრინჯის მოხარშვის შემდეგ წყალი გადაწურეთ სუფთა ჭურჭელში. ბრინჯის წყალი გაცივდეს, შემდეგ კი შეინახეთ ჰერმეტულ ჭურჭელში. 1-2 სუფრის კოვზი ნაარში გახსენით ერთ ჭიქა წყალში. აურიეთ. გამოიყენეთ იგი კანის მოვლის დროს, გაიწმინდეთ კანი.

მეთოდი 2: 1 ჭიქა ბრინჯი ჩაალბეთ 2 ჭიქა წყალში. გააჩერეთ 30 წუთის განმავლობაში. აურიეთ და შემდეგ გადაწურეთ წყალი სხვა თასში. გადაიტანეთ ეს წყალი სუფთა ჭურჭელში და შედგით მაცივარში 3-4 დღის განმავლობაში. გამოყენებამდე კარგად შეანჯღრიეთ. თქვენი ბრინჯის წყალი მზად იქნება, შეგიძლიათ ის გამოიყენოთ კანისა და თმის მოვლისთვის ყოველდღიურად. ამ მეთოდების გამოყენების შემდეგ აღარ დაგჭირდებათ ძვირადღირებული პროცედურები.

აქ მოცემულია ბრინჯიანი წყლის სასარგებლო თვისებები.

1. აჯასაღებს თმას: ბრინჯის წყალი თმას ხდის რბილს, ძლიერს და ჯანმრთელს. ბრინჯიან წყალში არსებული ცილა კარგია თქვენი თმისთვის. ბრინჯის ცილა აძლიერებს თმას და ავსებს. შამპუნით დაბანის შემდეგ თმაზე დაისხით ბრინჯის ნარევი, რომელიც გაზავებულია უბრალო წყლში. თითებით კარად შეიზილეთ თმაში. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ თმა ჩვეულებრივი წყლით.

2. ამშვიდებს ხვეულ თმას. ბრინჯის წყალი სწორედ ისაა, რაც საჭიროა ხუჭუჭა და დაუმორჩილებელი თმისთვის. მასში ცილის დიდმა რაოდენობამ შეიძლება უფრო გლუვი და შესაბამისად, უფრო მართვადი გახადოს თმა. ამ ნარევით ჩამოიბანეთ თმა და დაიტოვეთ. გაიმეორეთ მკურნალობა კვირაში ერთხელ ან ორჯერ საუკეთესო შედეგის მისაღწევად.

3. არბილებს გაღიზიანებულ კანს. ბრინჯის წყალი მოქმედებს როგორც დამამშვიდებელი ბალზამი, რომელიც ამშვიდებს კანის გაღიზიანებას და ანთებას. სინამდვილეში, ბრინჯში შემავალი სახამებელი განსაკუთრებით ეფექტური აღმოჩნდა ეგზემასთან დაკავშირებული მშრალი კანის დაზიანების დროს. კანის ნებისმიერი გაღიზიანების ან ანთების აღმოსაფხვრელად გაიწმინდეთ ყოველ საღამოს ბრინჯის წყლით კანი.

4. ამცირებს კანის ფორებს. ღია და მსხვილი ფორები თქვენს კანს დაუცველს ხდის დერმატოლოგიური პრობლემების მიმართ, როგორიცაა აკნე, განსაკუთრებით თუ ცხიმიანი კანი გაქვთ. ბრინჯის წყალი ძალიან ეფექტურია ამ პრობლემის წინააღმდეგ. დაასველეთ ბამბის დისკი ხსნარში და წაისვით სახეზე. გაიჩერეთ 15-20 წუთის განმავლობაში და შემდეგ დაიბანეთ. საუკეთესო შედეგის მისაღებად გამოიყენეთ ეს პროდუქტი ყოველ საღამოს სახის გაწმენდის შემდეგ.

5. აუმჯობესებს სახის ფერს. ბრინჯის წყალი ასევე აუმჯობესებს სახის ფერს და კანს ჯანმრთელსა და გლუვს ტოვებს. ის ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას კანიდან, აუმჯობესებს კანის ელასტიურობას და ამცირებს ანთებას. გარდა ამისა, ბრინჯის წყალი დიდხანს და რეგულარულად მოხმარებისას შეიძლება მოქმედებდეს როგორც კანის გამაღიავებელი საშუალება, რომ შეამციროს ან თავიდან აიცილოს ასაკობრივი ლაქები და ჰიპერპიგმენტაცია. დაასველეთ ბამბის დისკი გაზავებულ ბრინჯის წყალში. წაისვით სუფთა სახეზე, როგორც ტონიკი. დატოვეთ 5 – დან 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ წრიული მოძრაობით შეიზილეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გააკეთეთ დღეში ერთხელ მაინც.


Vau.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Vau.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Vau.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან. ხოლო, სახის ნებისმიერი ნიღბის გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ მასში შემავალ ინგრედიენტებზე არ ხართ ალერგიულები. ამისათვის საჭიროა მომზადებული ნიღაბი პირველ რიგში წაისვათ ხელზე და დაელოდოთ რამდენიმე წუთი. თუ ალერგიული რეაქცია არ მოგცათ, ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ წაისვათ ნიღაბი სახეზე.

Exit mobile version